,,ჩვენი ძალები მოსკოველ ამხანაგებს ანადგურებენ საზარბაზნე ხორცივით”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია. მისივე თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარები ახლა გამოუვალ მდგომარეობაში არიან.

„უკრაინულმა არმიამ სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია. ახლა რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა შოკშია. მათ უკვე გაუგზავნეს ანგარიში მეთაურებს, რომ ქალაქი სევეროდონეცკი აიღეს, როდესაც ჩვენმა ძალებმა ხისტი საპასუხო დარტყმა მიაყენეს და ახლა მოსკოველ ამხანაგებს ანადგურებენ საზარბაზნე ხორცივით და ეს ხდება მიუხედავად რუსების უპირატესობისა ავიაციასა და არტილერიაში. ჩვენი ჯარი აჩვენებს არაჩვეულებრივ სიმამაცეს, ხოლო მეთაურები – ტაქტიკურ ნიჭს”, – აცხადებს არესტოვიჩი.

 

მსგავსი თემები