,,ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია”- მამუკა მდინარაძე გვარამიას დაკავებაზე

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელის მდივანის,  მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში, ხელისუფლება არ ჩარეულა. მისივე თქმით, ხელისუფლება სასამართლოს განჩინებაში ვერ ჩაერევა.
„არასწორი დრო სამართალწარმოებაში არ არსებობს. შევეკამათები გინდათ პრეზიდენტს, გინდაც იმ ადამიანებს, ვინც იმას არ კადრულობენ, რასაც „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და შედარებით კონსტრუქციულად და ადამიანურად აწარმოებენ პოლიტიკას. მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, არასწორი და სწორი დრო სამართალწარმოებაში, ამ ტერმინების შემოტანა თავად არასწორია და რატომ – ზუსტად ეგ იქნება პოლიტიკური ჩარევა, ჩვენ რომ რაღაც გზებით ვცადოთ ან სასამართლოსთან, ან პროკურატურასთან იმგვარი კონტაქტი, რომ იცი რა, შენი ჭირიმე, ახლა არასწორი დროა და მოდი გადაწყვეტილება ჯერ არ გამოიტანო – ეს არის პოლიტიკური ჩარევა. ამ ქვეყანაში სულ არასწორი დრო იქნება მაშინ, ხან არჩევნებია, ხან ევროკავშირთან დაკავშირებული გამოწვევებია. სხვათა შორის, სულ ამას გვსაყვედურობენ ხოლმე ჩვენი მომხრეებიც, სუბიექტური რაკურსით რომ შევხედოთ, რათ გინდოდათ ახლა ეს. მე რათ მინდოდა, სასამართლომ გამოიტანა რაღაც გადაწყვეტილება, პროკურატურამ იშუამდგომლა, დაუკმაყოფილა, ან არ დაუკმაყოფილა და მე რათ მინდოდა. ვიდრე ასე ვიაზროვნებთ ჩვენ, რომ რათ გინდოდათ, მე არ მომმართავთ ამასთან დაკავშირებით, რომელიც არაფერ შუაში არ ვარ, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა მომხდარიყო, გულწრფელად და ამას მისვამდნენ თქვენი კოლეგები „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებიდან, საიდან გაიგეთ – საიდან გავიგე და ტელევიზორიდან, როგორც თქვენ ყველამ. ეს ხომ უნდა დავიჯეროთ როდესღაც, რომ არ შეიძლება ამის დრო არ არის და იმის დრო არ არის და პოლიტიკური კონტექსტი, თუნდაც ჩემთვის არადამაზიანებელი გადაწყვეტილებებისთვის ვიზრუნო ან სასამართლოში, ან პროკურატურაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები