„უკრაინას აქვს სრული უფლება, უპასუხოს რუსეთის აგრესიას”-ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-მა მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა გადაცემულ სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. მისი თქმით,  უკრაინას აქვს სრული უფლება უპასუხოს რუსეთის აგრესიას.

„უკრაინას აქვს სრული უფლება, უპასუხოს რუსეთის აგრესიას. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის სამხედროები ახლა იმყოფებიან უკრაინის შიგნით, მათ სუვერენულ ტერიტორიაზე და ისინი იქ არიან სხვადასხვა ფორმით 2014 წლიდან, თუმცა ცხადია, უფრო ფართოდ 24 თებერვლიდან. ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ეს ყველა ქვეყანას აქვს. მართალია ისიც, რომ მივიღეთ გარანტიები, რომ გუშინ გადაცემულ სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ნედ პრაისმა აღნიშნა, რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში შეჭრისთვის და ამისთვის აშშ ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის ომის დასრულება. რომ ძალადობა შეწყდეს და დასრულდეს კონფლიქტი, რომლის წამოწყების საჭიროება არ არსებობდა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავაძლიეროთ უკრაინელების პოზიციები, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. სწორედ ამიტომ ვაწვდით მათ სამხედრო დახმარებას და ვაწესებთ ახალ სანქციების, რომ რუსეთმა პასუხი აგოს. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად ვიქცევით, რათ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა ან საერთაშორისო საზოგადოების ქმედებებმა არ გაახანგრძლივოს ეს ომი. დღეს არსებობს ერთი ქვეყანა, რომელსაც ომის გაჭიანურება სურს და ეს რუსეთია. თუ უკრაინა შეაჩერებს ბრძოლას დღეს, მაშინ ხვალ სუვერენული უკრაინა არ იარსებებს. თუ რუსეთი შეაჩერებს ბრძოლას, მაშინ ომი არ იქნება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მსგავსი თემები