რუსეთის აგრესიას უკრაინაში 261 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 261 ბავშვია დაიღუპა, 463-ზე მეტი კი დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 187, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 112, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 52, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 47, ზაპოროჟიეს ოლქში – 29, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16, ჟიტომირის ოლქში -15.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები