„რელიგიური ლიდერების თვალთვალი საქართველოში ფართოდაა გავრცელებული“ – რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში?!

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული“ – ეს გახლავთ ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც რელიგიის თავისუფლებას ეხება.

ანგარიშის  მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიური ნიშნით დევნას და აღიარებს ყველას თანასწორობას, მიუხედავად მათი მრწამსისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის ან სხვა ადამიანების უფლებების გათვალისწინებით. თუმცა, ეს პრინციპი ყოველთვის არ არის დაცული.

„სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლებიც გავრცელდა მედიით, სავარაუდოდ აჩვენებს, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან რელიგიური ლიდერების თვალთვალი და მათი საუბრების მიყურადება პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან, ფართოდაა გავრცელებული. მთავრობამ უარყო დოკუმენტების რეალობა, მაშინ როდესაც ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, ჟურნალისტი და სხვა პირი მათ ავთენტურობას ადასტურებდა და აცხადებდა, რომ თვალთვალი ნეგატიურად აისახა რელიგიის თავისუფლებაზე, რადგან დაამტკიცა მათი შიში, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უთვალთვალებს რელიგიური ჯგუფების საქმიანობას“, – წერია ოფიციალურ დოკუმენტში.

მსგავსი თემები