,,უკრაინა მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს ვალის მოსახდელად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოფიას ტაძართან გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა მიხვდა ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს ვალის მოსახდელად.

„24 თებერვლიდან უკრაინამ ძალიან ბევრი რამ გადააფასა. მიხვდა, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრობს უბრალოდ ვალის მოსახდელად. ჩვენ არ გვჭირდება გულწრფელობას მოკლებული ხელის ჩამორთმევა, გულწრფელობას მოკლებული ღიმილი ეტიკეტისთვის, გულწრფელობას მოკლებული სიტყვები, რომლებიც ჩვევად იქცა. ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ მოკავშირეები არა პროტოკოლურად ან ეტიკეტით, არამედ სინდისით და ღირსებით. ჩვენ მზად ვართ, ვიმეგობროთ მტკიცედ და სამუდამოდ. სხვაგვარი მეგობრობა არ გვსურს. მადლობას ვუხდი ყველა ელჩს, რომელიც უკრაინაში რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩა. მადლობა მათ, ვინც დაბრუნდა რაც შეიძლება მალე. მოხარული ვიქნები, ყველას მივესალმო, ვინც უახლოეს ხანში დაბრუნდება უკრაინის გულში, კიევში. ასევე დღეს მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ომის 99-ივე დღე იმყოფებოდა კიევში. ეს არის პოლონეთის ელჩი ვარტოჩ ციხოცკი და წმინდა საყდრის წარმომადგენელი ვისვალდას კულბოკასი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები