რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი წვრთნებს იწყებს

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა  ერთკვირიანი წვრთნები დაიწყო, რომელშიც 40-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და 20 თვითმფრინავი მონაწილეობს.

წვრთნების მიმდინარეობისას  ფლოტი საზღვაო ავიაციასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მტრის წყალქვეშა ნავების სამძებრო ოპერაციებში.

წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს: რუსეთის სარდლობის ხომალდი მარშალ კრილოვი, ფრეგატი მარშალ შაპოშნიკოვი და დიდი წყალქვეშა გემებისა და კორვეტების ჯგუფი, მცირე წყალქვეშა გემები, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები, სარაკეტო ნავები და დამხმარე ხომალდები.

მსგავსი თემები