ლიეტუველებმა უკრაინისთვის 6 მილიონი შეაგროვეს, თუმცა, თურქეთი უკრაინას „ბაირაქტარს“ აჩუქებს

​ლიეტუვას მოსახლეობამ უკრაინის დასახმარებლად 3 დღეში 6 მილიონი ევრო შეაგროვა. ეს თანხა განკუთვნილი იყო უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატის შესაძენად, რომელიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება.

უპილოტო საფრენი აპარატის შესყიდვა თურქეთში უნდა მომხდარიყო. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუსაუსკასი აცხადებს,  თურქეთი  ლიეტუვას  უპილოტო საფრენ აპარატ „ბაირაქტარს“ უფასოდ გადასცემს.

„დაუჯერებელია, მაგრამ თურქეთი თანახმაა, უფასოდ გაიღოს „ბაირაქტარი“, რომლისთვისაც ლიეტუვამ ფული შეაგროვა. უკრაინელი ხალხის მიერ  შეგროვებული თანხით კი შევიძენთ „ბაირაქტარისთვის“ საჭირო საბრძოლო მასალას. დარჩენილი თანხა  გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერის ფონდში“, – აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

მსგავსი თემები