ოპოზიცია 19:00 საათზე პარლამენტთან იკრიბება

ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პროტესტს იწყებენ. სამოქმედო გეგის გასაცნობად, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან, სადაც სამოქმედო გეგმას დასახავენ.  

„იმისთვის, რომ ძვირფასო მეგობრებო და თბილისელებო, გაგაცნოთ, თუ რა არის სამოქმედო გეგმა, დღეს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებულ, ძალადობრივ, სულში შეურაცხყოფა მიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფლებას, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები