„სულ თმებით გამოვათრევ კობახიძეს“ – ნონა მამულაშვილი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის წევრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოსახლეობას ომი ღიად გამოუცხადა. მისი თქმით, ეს შედეგები ვერ გაფორმდება.

„ყველანაირ მშვიდობიან მეთოდს გამოვიყენებთ, რომ ეს ხალხი მოვაცილოთ აქაურობას და დავუბრუნოთ პირველივე რეისით პუტინს. იქნება აბსოლუტურად ყველა მეთოდი აქციების ჩათვლით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ამ ხელისუფლებას, ვუთხრათ, რომ მათი წასვლის დრო დადგა. ამას აჯანყებას დავარქმევთ თუ აქციებს, ვფიქრობ რომ ერთსა იმავეზე ვსაუბრობთ. სულ თმებით გამოვათრევ იმ კობახიძეს. ამიტომ, მე ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, რომ დროზე მოვიდეს გონს და გადაწყვიტოს რომელი რეისით შევა მოსკოვში, ამიტომ ველოდებით დღეს. ნიკა მელიამ როგორც თქვა, ბრძოლა იქნება უკომპრომისო“ – აცხადებს მამულაშვილი.

მსგავსი თემები