წალენჯიხაში არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მოიგო

  •  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წნასწარი მონაცემებით, 14 თვითმმართველ თემში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერთ თემში – წალენჯიხაში, კი  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა.

წალენჯიხაში, ყველა უბნის მონაცემებით, უპირატესობა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ხარჩილავამ მოიპოვა. ეს არის ერთადერთი თემი, სადაც არჩევნები ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო. კერძოდ,  გიორგი ხარჩილავას 51.107% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოგა გულორდავა – 48,893%.

მსგავსი თემები