ოპოზიცია 7 ნოემბრიდან მასშტაბურ აქციებს იწყებს

„უკან დასახევი გზა არ გაქვს, უკან დასახევი გზა ჩახერგილია“ – განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე და 7 ნოემბერს მასშტაბური აქცია დააანონსა.   

„ვაპირებთ, რა თქმა უნდა, მაღალი მოტივაციით, უკომპრომისო ბრძოლით, უახლოეს მომავალში ძალიან დიდი ფრონტის ბრძოლის გაჩაღებას. ჩვენ ვაპირებთ სამშაბათს ბათუმში ჩასვლას, ჩვენს მეგობრებთან, რათა იქ ადგილზე ვიყოთ და გავაპროტესტოთ. ვიყოთ ქუთაისში და მომდევნო დღეებში სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვჭირდება სერიოზული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. გვჭირდება სულ მცირე დრო იმისთვის, რომ პროტესტი, მასშტაბური აქცია, დემონსტრაცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს და გაიმართება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, კვირა დღეს, იყოს მასშტაბური, როგორც არასდროს,“- განაცხადა ნიკანორ მელიამ.

„მომავალ შეხვედრამდე თბილისში“ – ასე დაემშვიდობა ის მხარდამჭერებს.

მსგავსი თემები