ე. წ. “სისხლიანი ბანერები” ისევ გამოჩნდა – ვინ დგას თბილისის ქუჩებში გამოფენილი პოლიტიკური განაცხადის უკან

თბილისის ქუჩებში ე. წ. “სისხლიანი ბანერები” ისევ გამოჩნდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იდეის ავტორი არა რომელიმე პარტია, არამედ კერძო პირები არიან. მათ შორის ერთ-ერთი ვინც საზოგადოებას იდეის ავტორად გაეცნო, ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა. ის ამბობს, რომ ბანერების განთავსება მისი და მისი მეგობრების ინიციატივაა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებას არ დაუშვებენ.

“მე აპოლიტიკური ვარ საერთოდ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მეორეჯერ ისინი არ უნდა დაბრუნდენ ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოს მართვაში. ჩემი პირადი და ჩემი მეგობრების აზრი და გადაწყვეტილებაა ეს,” – ამბობს ბიზნესმენი, მიხეილ გაბრიაძე.

მსგავსი თემები