საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ “განაცდა” – გიორგი გახარია

“საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ „განაცდა, მათ სიტყვის ფასი მაშინაც ნული იყო და დღესაც მათი სიტყვის ფასი ნულია, მოქმედი პრემიერის ნაცვლად მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს და ინსტუტუტებს იცავდა იქ, ჩვენთან ერთად, ბოდიში მოვუხადო და სრული სოლიდარობა გამოვუცხადო”,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მინდა ვუთხრა მათ, რომ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ, რადგან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელმაც თავისი ჯანმრთელობა შესწირა. არავის აღარ ახსოვს დაზარალებული პოლიციელები. გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება“ „განაცდა“. მეტი არაფერი იყო ეს. დღეს „ოცნება“ რომ ქართული არაა მივხვდი, მაგრამ ეს „ოცნება“ „ნაცური“ გახდა.

რა თქვა და ლოგიკა როგორი იყო – გამოვიდა, რომ ამ ხალხმა წლების განმავლობაში იცოდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი დაუშავებია და სწორად უნდოდათ პარლამენტში შეჭრა – ცემა-ტყეპით, ძალადობით, თავდასხმებით პოლიციაზე, ამიტომ მელიას ამნისტიაც გაუკეთეს და გარდასახეს მერობის აბსოლუტურად სუფთა და ლეგიტიმურ კანდიდატად.

ამიტომ ვამბობ, რომ „ოცნება“, ჩემდა სამწუხაროდ, „განაცდა“, გადაეცით, რომ „ოცნება“ „განაცდა“. მაშინ ჯერ არ იყვნენ „განაცებულები“. ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ, სუსტი ინსტუტუტები გვაქვს, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას ვინ ხელმძღვანელობს. სამწუხაროდ, ასეა. წლების განმავლობაში მუშაობა დაგვჭირდება, რომ ინსტუტები იყოს ისეთი ძლიერი, რომ ვინ იქნება მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი, მნიშვნელობა არ ჰქონდეს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები