„ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, მარშის ლოკაცია ლისის ტბაზე გადაეტანათ“ – ღარიბაშვილი

ივლისის მოვლენებზე „ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ივლისის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ „სირცხვილიას“, სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა იყო, შეტაკება მომხდარიყო პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის.

„ეს ე.წ. ლგბტ კვირეული დაანონსებული იყო მანამდე და ეს საზოგადოება და ორგანიზატორები მუდმივ კომუნიკაციაში და კოორდინაციაში იყვნენ პოლიციასთან. პოლიციამ თავიდანვე სრული უსაფრთხოება უზრუნველყო მათთვის, თავისუფალი შეკრების უფლება, რაც არის კონსტიტუციური უფლება ნებისმიერი ადამიანის და ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მიუხედავად მცდელობისა, ჩატარდა ეს აქცია. შემდეგ 2-3 ივლისს, ლისის ტბაზე გამოუყო ლოკაცია და პერიმეტრი იყო დაცული.“ – აცხადებს ღარიბაშილი.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში 85% არის მართლმადიდებელი ქრისტიანი – სხვა ღირებულებები გვაქვს.

 „ამით მე კი არ ვეწინააღმდეგები განსხვავებული, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ადამიანს თავისი უფლება აქვს. არც ერთ მოქალაქეს არ აქვს პრობლემა ათასი ადამიანი დადის ქუჩაში. ზოგი -ასეთია, ზოგი – ისეთი. მაგრამ, როცა ამას პროპაგანდის ხასიათს აძლევ და იწვევ საზოგადოებას და პროვოკაციულ ხასიათს იძენს ეს ყველაფერი, ჩვენ ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია მეგობრებო, ეს შეიცავს დიდ საფრთხეს და რისკებს და მაშინ ერთ მხარეს დგას უფრო დიდი ინტერესი – საზოგადოების უსაფრთხოება, წესრიგი და მშვიდობა და მეორე მხარეს – ადამიანების და მათ შორის ლგბტ საზოგადოების ჯანმრთელობა და მეორესმხრივ, არის მათი უფლება, რომ გაიარონ“ – განმარტავს პრემიერი.

მისი თქმით, ლგბტ ორგანიზაციის წევრები თითქმის დათანხმებულები იყვნენ, პოლიციას დაეთანხმნენ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ. 3500 პოლიციელი გამოვიდა ყველა ლოკაციაზე გაიშალა და დილით მოხდა ის, რაც მოხდა – უბედურება – აღნიშნა ღარიბაშვილმა ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, როცა ჟირნალისტებსა და ოპერატორებს სასტიკად გაუსწორდნენ.

მსგავსი თემები