„ურჩევნია „კოკაინს“ შეეშვას“ – კობახიძე გახარიაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას „კოკაინის“ მოხმარებაში ადანაშაულებს და ურჩევს, რომ შეეშვას.    

„მთელ ევროპაში არის ერთადერთი კლინიკა, რომლის სახელსაც უკავშირდება პოლიტიკური სკანდალი სამედიცინო კვლევის გარშემო. ეს არის ძალიან ცნობილი სკანდალი – იუშჩენკოს სკანდალი, როდესაც კლინიკის მთავარი ექიმი გადადგა თანამდებობიდან იმის გამო, რომ მენეჯმენტს დაუპირისპირდა. მენეჯმენტი მას სთხოვდა, კვლევის შედეგების გაყალბებას. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება ევროპულ კლინიკას და მაინცდამაინც ამ კლინიკაში გააგზავნა საკუთარი „ბანკა“, როგორც თავად ამბობს ხოლმე. ბუნებრივია, ეს ყველაფერზე მეტყველებს. მაინცდამაინც ეს კლინიკა შეარჩია. ასეთი „ბანკებით“ სირბილს ურჩევია, „კოკაინს“ შეეშვას. ეს მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ვსაუბრობდით ჯანდაცვის საკითხებზე – მის ჯანმრთელობაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, რომელმაც ნარკოტესტი ევროპაში ჩაიტარა და პასუხიც გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები