“გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, შეიძლება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა გაებედა, მაგრამ ასე არ არის” – ირაკლი კობახიძე

 ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ირაკლი კობახიის განცხადებით, გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, შეიძლება მას საქართველოში ჩამოსვლა გაებედა, მაგრამ მისივე თქმით, ამ მოცემულობაში მას საქართველოში მხოლოდ ციხე ემუქრება. 

“ეს არის მორიგი წინასაარჩევნო საჩუქარი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ჩვენ ეს გვამობილიზებს და მადლობა მას ამ მორიგი საჩუქრისთვის. რომ ყოფილიყო ახლა პრემიერი გიორგი გახარია, შეიძლებოდა ეს გაებედა სააკაშვილს, მაგრამ ასე არ არის და აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილს იქ მიეჩინება ადგილი, სადაც საჭიროა – ეს არის შესაბამისი დაწესებულება,”- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მამუკა მდიანარაძე კი, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, არასერიოზულს უწოდებს. 

“როგორ ეუბნებიან ხოლმე? – ჰამოვიდესო, ჩვენ ველოდებით. არასერიოზულია ამ კაცზე სერიოზულ კომენტარს რომ აკეთებ. ფაქტია, რომ მათ ახლა ბოლო გაფართხალება აქვთ,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ დააანონსა, რომ არჩევნების წინ ის საქართველოში ჩამოვა.

მსგავსი თემები