გიორგი გახარია თანაგუნდელს ეძებს, რომელიც თელავში გააჩერეს და გაუჩინარდა

„დღეს, აქ, ლაგოდეხიდან ბიჭი მოდიოდა, გზაში,  თელავში გააჩერეს და 2 საათია ვერ გვიპოვია“ – აცხადებს გიორგი გახარია გურჯაანში კანდიდატზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.  

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ამ დრომდე არ ჩანს.  

,,ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებს ვსახავთ და სამწუხაროდ, პარალელურად აქ ლაგოდეხიდან ბიჭი მოდიოდა, თელავში გზაზე გააჩერეს და 2 საათია ტელეფონით ვერ გვიპოვია.  ჩვეულებრივი პირდაპირი ზეწოლაა, ზუსტად ისეთი, როგორიც 2011-2012 წლებში იყო. ხაშურში მერობის კანდიდატზე, ძალიან მაგარ კაცზე, ბიზნესმენზე, ადგილობრივზე. პირდაპირი მუქარით მის საქმეს და ბიზნესს უკვე გასცდნენ და ოჯახის წევრებზე ემუქრებიან  – იმას დავიჭერთ, ამას, შემოგიგზავნით ფინანსურ პოლიციას. წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ. ფოთში ჩვენს სიაში მყოფი საჯარო მოხელის ნათესავებთან მიდიან და ნათესავებს ეუბნებიან, რომ გადაათქმევინეთ, თორემ თქვენ გაგაგდებთო – თავად მასთან ვერ მიდიან და ნათესავებს ეუბნებიან, თქვენ მოელაპარაკეთ, თორემ გაგაგდებთო,’’- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები