კოვიდინფიცირების მაჩვენებლის კლების გამო ეპიდემიოლოგები შეზღუდვების გამკაცრებას არ ელოდებიან

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სავარაუდოდ დამატებითი რეგულაციების შემოღება არ დაიგეგმება.

“რეგულაციებმა რომ თავისი შედეგი აჩვენა ეს მე მგონი თვალსაჩინოა ყველასათვის. საბედნიეროდ შემთხვევების რიცხვი კლებულობს. შეიძლება ისე სწრაფად არა როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ საბედნიეროდ მაინც კლებულობს. ამიტომ მე დღეს, გამკაცრებას რაღაც ღონისძიებებისა არ ველი,” – აცხადებს პაატა იმნაძე.

მსგავსი თემები