“საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და დროულად ჩაიტარონ აცრა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პედაგოგებში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზოგიერთ სკოლაში ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს.

როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მსგავსი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში იქნება მისი წინაპირობა, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა.

„ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია არის კეთილსაიმედო. ასევე პედაგოგებში ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელია. ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა თითქმის 60 პროცენტს აღწევს. პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. მისივე თქმით, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა აქტიურობა გამოიჩინონ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დროულად აიცრან.

„მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ძალიან  მასწავლებლებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დასაწყებად მნიშვნელოვანია, გააქტიურდნენ სტუდენტები და რაც შეიძლება დროულად ჩაიტარონ აცრა“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები