“ნაკლებად მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს, თუმცა ამისთვის არის სამართლებრივი გზები” – გიორგი ვოლსკი

მმართველ გუნდში მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ კიდევ ერთი დაანონსების არ სჯერათ.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება, სამართალდამცავები სასამართლოს გადაწყვეტილებას საზღვარზევე აღასრულებენ.

“სააკაშვილი ამ განცხადებებით ცდილობს, რომ საზოგადოებაში მუხტი შეინარჩუნოს. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ეს მე ნაკლებად მგონია, თუმცა აქ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, არის სამართლებრივი გზები ამისთვის. ნებისმიერი დესტაბილიზაცია საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის. ძალიან ნაკლები შანსი მგონია, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს,”- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ დააანონსა, რომ არჩევნების წინ ის საქართველოში ჩამოვა.

მსგავსი თემები