პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 110-მა დეპუტატმა გაიარა.

იმის გათვალისწინებით, რომ პლენარული სხდომა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ის პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით მოიწვია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ დროში პარლამენტი პასიური მუშაობის რეჟიმზე გადავა, რა პერიოდშიც შესაძლებელია პლენარული და საკომიტეტო სხდომები არ გაიმართოს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის, პრეზიდენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში კი, თუ პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას ემთხვევა, საჭიროების შემთხვევაში, პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნის საფუძველზე.

მსგავსი თემები