ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 340 062​ აცრაა ჩატარებული, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 პირი

7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 340 062 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 6 სექტემბერს აიცრა 24 262 პირი.

ამასთან, ერთი დოზით აცრილია 850 868 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 498 194.

რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 50 ინფიცირებული.

მსგავსი თემები