საბერძნეთში ხანძარს ვერ აქრობენ, მოსახლეობა საცხოვრებელს ტოვებს

საბერძნეთის ტყის მასივებში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ხანძარი დასახლებულ პუნქტებსაც მიუახლოვდა რის გამოც ათასობით ადამიანს საცხოვრებელი დაატოვებინეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ათენის თავზე უზარმაზარი შავი ღრუბელია და სუნთქვაც გაძნელებულია.  ათენის გარდა, ხანძარმა არაერთ მასივსაც მიაღწია. ტყის მასივებში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ, თუმცა, უშედეგოდ.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტები შესრულდება

პრეზიდენტი შარლ მიშელის სახლით ცნობილ დოკუმენტზე ხელმომწერ პარტიებს მადლობას უხდის და იმედს იტოვებს, რომ დოკუმენტში ჩაწერილი სხვა პუნქტებიც შესრულდება. „გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ. ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა მისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. კრიზისი დაასრულა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი. იმედი მაქვს, ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. ერთ-ერთი თემა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, შარლ მიშელის ძალისხმევით შეთანხმებული დოკუმენტის ანულირება იყო. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.     „მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდეც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა, ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე. დღეს, პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა, ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან…

მეტი...

საპატრიარქო საეკლესიო საგანძურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე „ა.წ. 2 აგვისტოს შედგა შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და  ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის. განხილულ იქნა შ. ამირანაშვილის სახელობის  მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი. მეუფე ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში. დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი  სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის…

მეტი...

„თუ ინფიცირების არსებული მაჩვენებელი შენარჩუნდა, სექტემბერში დახურულ სივრცეში სწვლის დაწყება გაძნელდება“ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ თუ არსებული ციფრები შენარჩუნდა, სწავლის დაწყების მხრივ პრობლემები შეიქმნება. „ბავშვების კუთხით მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორც მოზრდილების.  როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, ამის უკან დგას ინფიცირებული ბავშვების რაოდენობის მატებაც, უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში. რაც ყველაზე მთავარია, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის ბუნებიდან გამომდინარე, მას უფრო მეტი გავრცელება ახასიათებს ახალგაზრდებში და ბავშვებში, რაც გულისხმობს იმ შემთხვევების ზრდას, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება. თუ ეს ციფრები დარჩა,…

მეტი...

„გვეყოლება ღირსეული კანდიდატი“ – გიორგი გახარია

„არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი. გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც გვაქვს“ – განაცხადა სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ. მისი თქმით, პარტიას თბილისის მერობის კანდიდატზე გადაწყვეტილება არ მიუღია. „რაც შეეხება თბილისს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არანაირი კონკრეტული გადაწყეტილება თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს. ვმუშაობთ გვეყოლება ღირსეული კანდიდატი. გამოვიყენებთ სრულად დროს, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ჩვენ გვეკუთვნის. მოგეხსენებათ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ – ჩვენი გამოწვევა დღეს ისაა, რომ ჩვენ ერთდროულად ვაყალიბებთ პარტიულ სტრუქტურასაც და ვმონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებშიც. ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება რაც აქვთ პარტიებს,…

მეტი...

ვაქცინაციის დაჯავშნა და შემდეგ მასიურად გაუქმება ეჭვებს იწვევს

დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით არსებობს ეჭვი, რომ ხელოვნურადაც ხდება სისტემის გადატვირთვა და ვაქცინებზე ადგილების დაკავება.    „ვთქვათ, „სინოფარმის“ გაუქმების შემთხვევები შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ვიღაცას „ფაიზერი“ უფრო მოსწონს და მასზე გადაეწერა, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ „ფაიზერზე“ რომ ამდენივე არის გაუქმებული, ჩვენში ეს ადრე გამოთქმულ ეჭვებსაც აჩენს, რომ ხელოვნურად ხომ არ ხდება სისტემის გადატვირთვა და ადგილის დაკავება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან. როგორც იმნაძემ განმარტა, ეჭვებს ის აღრმავებს, რომ აცრებზე საეჭვოდ ბევრი რეგისტრირებული ადგილი გაუქმდა. „ფაქტი ერთია – ათასობით ადამიანი დარეგისტრირდა და…

მეტი...

„3 000-მდე ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა, შეიძლება, ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამორიცხული არ არის, ადამიანები აცრაზე ჯავშანს მიზანმიმართულად აკეთებენ და შემდეგ აუქმებენ. გამყრელიძის თქმით, მსგავს ფაქტებს მსგავს ფაქტებს სწავლობენ.   „IT სამსახურთან ერთად ვსწავლობთ, რა იყო ჯავშნის გაუქმების მიზეზი. ესეც მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ეჭვი იყოს, რომ ადამიანებს გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე მიზეზიც, რომ შესაძლოა, მაღალი ინფიცირებიდან გამომდინარე ადამიანები, ინფიცირდებიან და შემდეგ აღარ მიდიან აცრებზე ან არის მესამე მიზეზი – დაჯავშნილი ჰქონდათ „სინოფარმი“ და გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“,…

მეტი...

ვეტერანთა შვილები ჩეხეთში სასწავლო პროგრამას გაივლიან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩეხურ საქველმოქმედო ფონდ “REGI BASE” და “REGI BASE GEORGIA’’-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხურმა და ქართულმა მხარემ, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე, შვილი, შვილიშვილი) სპეციალური, საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს, 18-24 წლის, 10 სტუდენტის ჩეხეთში, პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში 1 წლიანი, როგორც საბაკალავრო, ისე, სამაგისტრო სასწავლო კურსის სრულ დაფინანსებას ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალობაზე. პროგრამაში მონაწილეებისთვის აუცილებელ მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა, ვინაიდან სასწავლო პროცესი ინგლისურად წარიმართება. ჩეხური მხარე, ასევე, იღებს ასუხისმგებლობას სტუდენთა ყოველთვიურ სტიპენდიაზე 3000 ჩეხური კრონის ოდენობით, მათ სამჯერად კვებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის ბილეთებით, SIM ბარათით, საცხოვრებლითა და ჯანმრთელობის…

მეტი...

„არანაირ ნდობას არ იმსახურებს არც NDI-ს და IRI-ს მიერ დაკვეთილი კვლევები“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ყველაზე მთავრი კვლევა ეს არის არჩევნების დღე, არჩევნების დღე დავნიშნეთ 2 ოქტომბერს, ყველას მოგიწოდებთ, მოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ განვითარდეს შემდგომი წლები ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა განმარტა, არასოდეს ენდობოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. „რაც შეხება კვლევებს – ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. აქვე მინდა დავადასტურო – ჩვენ პატივს ვცემთ IRI-ს და NDI-ს, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები, დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს,…

მეტი...

„ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, ყველა, ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით უპასუხა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. „რაზე საუბრობთ არ ვიცი თქვენ ხართ პოლიტიკური ტელევიზია. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

ქრთამის აღებაზე ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, შსს-ს ქვემო-ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი დ.ბ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, დ.ბ.-მ , პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, სავარაუდო ბრალდებულისგან ქრთამი აიღო. ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

„ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს, უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები, ერთობა ჩვენს საზოგადოებაში“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ ერთი რამ უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, თუ როგორ საქართველოს ვუტოვებთ ჩვენს შვილებს; ვუსმენთ რა პოლიტიკოსებს, სულ უფრო და უფრო ნაკლები გვესმის რეალური ხედვების შესახებ, რეალური გადაწყვეტილებების, შემოთავაზებების თუ გამოსავლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს, ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი, სხვა გამოწვევებთან ერთად, როგორიც არის მძიმე მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სიღარიბე, ახლა კოვიდპანდემია, განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და…

მეტი...

მკაცრი შეზღუდვების დაწესების თავიდან ასაცლებლად, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანაში 33 ათასამდე აქტიური შემთხვევაა, ინფიცირების მზარდი რაოდენობა კი გამოწვევაა ჯანდაცვის სექტორისთვის, იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას, შესაბამისად, პრემიერის დავალებით, გრძელდება აქტიური მუშაობა, როგორც არსებული საწოლფონდის განტვირთვისა და დამატებითი საწოლების მობილიზების, ისე – კოვიდის მართვის პროცესში ახალი კლინიკური სასტუმროების ჩართვის კუთხით. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გამკაცრდება მოქმედი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მათ შორისაა სოციალური ღონისძიებების –  ქორწილის, ქელეხის, თუ სხვადასხვა სახის წვეულების…

მეტი...

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

 „PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. 2021 წლის 25 ივლისს საქართველოს სტაატისტიკის სამსახურის (საქსტატი) დაარსებიდან 102 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მასთან წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. „მოხარულები ვართ, რომ PSP ფარმამ“, როგორც საქსტატის ერთ-ერთმა საუკეთესო პარტნიორმა მადლობის წერილი აქტიური და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაიმსახურა. ვფიქრობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ყველა საქვეყნო საქმეში, როგორც ამ შემთხვევაში ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის წარმოებაა. PSP ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ყველა პროექტსა და…

მეტი...

8 დასახელების რძის პროდუქტში მცენარეული ცხიმი გამოვლინდა

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის აღმოჩენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისისა და რეგიონების სარეალიზაციო ობიექტებიდან სხვადასხვა დასახელების რძის პროდუქტების ნიმუშები აიღეს და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. 96 ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგად მცენარეული ცხიმის შემცველობა გამოვლინდა სულგუნის, იმერული ყველის, ქარხნული ყველის, არაჟნის, ხაჭოს, მაწვნის 8 ნიმუშში: ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) – სულგუნი (დამზადების თარიღი: 14/07/2021; ვარგისიანობის ვადა – 15 დღე); ი.მ (ბოლნისი, სოფ. რატევანი) – სულგუნი (დამზადების თარიღი: 13/07/2021; ვარგისიანობის ვადა – 7 დღე); შპს „წიფორა“ (ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ურაველი), ს/კ 424066003 – ყველი ქარხნული (დამზადების თარიღი: 02/06/2021; ვარგისიანობის ვადა – 31/07/2021წ); რკ ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დისველი“, ს/კ 425359444 – ყველი „იმერული“ (დამზადების თარიღი: 13/07/2021; ვარგისიანობის  ვადა – 14 დღე);…

მეტი...

„თუ ასე გაგრძელდა, კლინიკებში ადგილების დეფიციტი შეიქმნება“ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო დღეებში, კლინიკებში საწოლების დეფიციტი გაჩნდება. აღნიშნული განცხადება ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. როგორც მედიკოსი განმარტავს, კლინიკებში ადგილების დეფიციტის შექმნის პრობლემა  დროის საკითხია. „დღეს გვაქვს ინფიცირების 4827 შემთხვევა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. პრაქტიკულად, დავუბრუნდით 2020 წლის დეკემბრის დასაწყისის ციფრებს, როდესაც ქვეყანაში ყოველდღიურად ფიქსირდებოდა 4-5 ათასი ინფიცირებული და 5 დეკემბერს იყო 5 450 შემთხვევა, რაც საქართველოს პანდემიის ისტორიაში ყველაზე მაღალი ციფრია. თუმცა, ახლანდელი 4827 შემთხვევა სხვა კონტექსტშიც ძალიან…

მეტი...

კორონავირუსით 34 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა – 634, იმერეთი – 494, ქვემო ქართლი – 253, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 224, კახეთი – 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.

მეტი...

ვირუსით 4827 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 932 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 827  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 895   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.99 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  428 670-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.08 %.

მეტი...

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს ყველაგან მოიგებს  

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე და IRI-ის კვლევებს სპეკულაციად აფასებს. „ჩვენ გვაქვს გარკვეული ეჭვები იმ კომპანიასთან მიმართებით, რომელიც საველე სამუშაოებს ასრულებს.  წინა არჩევნების დროს სულ იყო სპეკულაციები ამ კვლევებიდან გამომდინარე, თუმცა არასდროს მართლდებოდა, რასაც ამბობდა ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიგოს მერის არჩევნები და დააკომპლექტოს უმრავლესობა 64-ვე საკრებულოში. ეს არის ჩვენი მონაცემი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.  

მეტი...

„ანულირება ნიშნავს ანულირებას“ – მმართველი გუნდი პოზიციის შეცვლას არ აპირებს

შარლ მიშელის ე.წ. ისტორიული შეთანხმების დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების სახელითაა ცნობილი, მმართველი გუნდი უკან დახევას და პოლიციის შეცვლას არ აპირებს. როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ანულირება ნიშნავს ანულირებას და სხვა არაფერს.   „შეთანხმება არის ანულირებული და ამას ჰქონდა ძალიან მყარი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ პოლარიზებულ ქართულ სამყაროში არის ორი სხვადასხვა პოლუსი: „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პირობებში, როდესაც ხელს აწერს ერთი მხარე და არ აწერს მეორე მხარე, ბუნებრივია, საუბარი ზედმეტია ამ დოკუმენტის მიზნის მიღწევაზე.  შეთანხმება არის ანულირებული და ანულირება ნიშნავს ანულირებას. აქედან გამომდინარე, პოზიციას არ შევიცვლით, ვერ შევიცვლით…

მეტი...