საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 79 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 408-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 778 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 753 პაციენტი.

გუშინ, 30 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 1 915 შემთხვევა გამოვლინდა, 5 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები