კორონავირუსით მეძუძური დედა გარდაიცვალა

ვირუსს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალის სოცოცხლე ემსხვერპლა. მას კორონავირუსი ორსულობის პერიოდში დაუდასტურდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. აწგარდაცვლილი ბოკერიას სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალმა რამდენიმე კვირის უკან იმშობიარა, მას საკეისრო კვეთის ოპერაცია ჩაუტარდა.  

მეტი...

„კოვიდ-19“-ით მესამედ ინფიცირების სავარაუდო შემთხვევები ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პირველ არხთან „კოვიდ-19“-ით მესამედ დაინფიცირების შემთხვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დამატებით განმარტებას აკეთებს. ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით მესამედ ინფიცირება ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის და საქმე გვაქვს სავარაუდო შემთხვევებთან. მისი განმარტებით, არის ფაქტები, როდესაც პაციენტი მესამედ ინფიცირებაზე საუბრობს, თუმცა რეინფიცირების ფაქტს მყარი დადასტურება სჭირდება, რაც მეორედ ინფიცირებისგან განსხვავებით, უფრო რთული პროცედურაა. ამასთან, თენგიზ ცერცვცაძის თქმით, ვირუსის გავრცელების მექანიზმი მესამედ დაინფიცირების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, რის გამოც ორჯერ კოვიდგადატანილმა პაციენტებმა სიფრთხილის ზომები ისევ უნდა დაიცვან. „კოვიდი მეორედ თუ დადასტურდა, თეორიულად, არსებობს მექანიზმი, რომ ადამიანი მესამედაც დაინფიცირდეს.…

მეტი...

სამედიცინო ჯგუფი”მედგიდი” ფეისბუქიდან ისევ წაშალეს

სამედიცინო პორტალი “მედგიდი” სოციალური ქსელიდან ისევ წაიშალა. ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მასში 75 ათასი მომხმარებელი იყო გაწევრიანებული. ეს პორტალის წაშლის უკვე მეორე შემთხვევაა. თემაზე განცხადება ცოტა ხნის წინ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ გააკეთა. “გამორიცხულია, facebook-ს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად გაექრო ჩვენი ჯგუფი. არ ვიცი, ვინ დგას ამ ყველაფერის უკან, არ ვიცი, ვის რა უშავდებოდა იმით, რომ სრულიად გაუმართავი და უნიათო სისტემის გვერდით ვიდექით და ვიბრძოდით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. ისევ გავაკეთებთ ჯგუფს, ისევ გავაგრძელებთ ადამიანების დახმარებას, მათ გვერდით ვიქნებით და არასდროს ვუმტყუნებთ,”- აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სამედიცინო პორტალ “მედგიდის” ადმინისტრატორი სოფო ჯაფარიძე.

მეტი...

ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში, კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი თემურ ტუღუში გარდაიცვალა – ის ბოლო წლებში ბათუმელთა აკადემიაში 19 წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. ვეტერანი ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსია. თემურ ტუღუშმა კარიერა ბათუმის “დინამოში” დაიწყო, სადაც 1990-1997 წლებში თამაშობდა და 304 შეხვედრაში 71 გოლი გაიტანა. ტუღუში ასევე თამაშობდა თბილისის “დინამოში”, ფოთის “კოლხეთში” და თელ ავივის “ბნეი იეჰუდაში”.

მეტი...

ნუ ეთამაშებით სიკვდილს! – ნანა გეგეჭკორი მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აეხმაურება. როგროც ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, თუ ასე გაგრძელდა, არა მარტო კოვიდით, არამედ სხვა დაავადებებით პაციენტებსაც მოუწევთ სახლში დარჩენა რადგან საკმარისი არც ადგილი იქნება ჰოსპიტალში და არც საკმარისი სამედიცინო პერსონალი „წერილებიდან ჩანს, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი კოვიდ-ინფიცირებული, მძიმე ჰიპოქსიით, ვერ იღებს საჭირო დახმარებას იმის გამო რომ ჰოსპიტლებში ადგილები შეზღუდულია. ნუ ეთამაშებით სიკვდილს. გთხოვთ აიცერით! უსამართლობაა კოვიდით სიკვდილი იმ პირობებში როცა პრევენციის საშუალება არსებობს. კოვიდის ვაქცინა ნამდვილად იცავს სიკვდილისგან. კოვიდის ვაქცინის ფუნქცია არ არის ინფიცირებისგან სრულად დაცვა, მან სიკვდილის და ჰოსპიტალიზაციისგან უნდა დაგიცვათ. ნუ უგდებთ ყურს უსინდისო ტროლ-ბოტებს, რომლებიც კედელ-კედელ ავრცელებენ თითქოს საქართველოში უამრავი ვაქცინირებულია გარდაცვლილი. საბედნიეროდ, ორჯერადად აცრილი…

მეტი...

“დიდი ალბათობით, გიგი უგულავა საერთო ოპოზიციური კანდიდატი იქნება, ის გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში” – ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გიგი უგულავა, რომელიც დიდი ალბათობით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან იბრძოლებს, „გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც ბევრი რამ ნახა ცხოვრებაში“. როგორც მელია აღნიშნავს, გიგი უგულავას ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი გულხელდაკრეფილი ვერ იქნება იმ პროცესში, სადაც სახელმწიფოს ბედი წყდება. „უმაღლესი ალბათობით, გიგი იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, მისი ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, სადაც წყდება სახელმწიფოს ბედი. ეჭვი, რომ მეპარებოდეს არ მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში“,- აღნიშნავს მელია. შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო…

მეტი...

ეპიდემიოლოგები 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

ეპიდემიოლოგები 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრის აუცილებლობაზეც საუბრობენ, რაც შესაძლია შემოდგომიდან დაიწყოს. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დასკვნას ელოდებიან. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ასაკობრივი ჯგუფი, სადაც შესაძლოა ვაქცინაციის საკითხის იყოს, ეს არის 12-დან 15 წლამდე ასაკი.  “16-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება ნებადართულია და ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია უკვე ტარდება. შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, სადაც შეიძლება იყოს განხილვა ვაქცინაციის საკითხის, ეს არის 12-დან 15 წლამდე ასაკი. თუ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ ვაქცინაციას დავიწყებთ ამ ასაკობრივ ჯგუფში. არის მეორე გამოსავალი, მეორე გზა, ქვეყანამ ინდივიდუალურად…

მეტი...

“ნუ ეძებთ ანტიქრისტეს ჩიპებში და ვაქცინებში” – მამა ლუკა ფალავანდიშვილი ანტივაქსერებს მიმართავს

ლისიონის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ამჯერად ანტივაქსერებისთვის საგულისხმო პოსტს წერს. სასულიერო პირის ფეისბუქმიმართვას საკმაოდ ბევრი გაზიარება აქვს. მამაო ერთ-ერთი პირველი იყო სასულიერო პირთაგან, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია გაიკეთა. “არ დავცინი არც ანტივაქსერებს და არც პროვაქსერი ვარ, მე ქრისტიანი ვარ და ვცდილობ ღვთისაგან ნაბოძებ სიცოცხლეს გავუფრთხილდე, ჩემსასაც და სხვისასაც! დიახ, ვეთანხმები ყველას, ვინც მეცნიერულად უყურებს ამ საკითხს და ამბობს, რომ არ ვიცით, ორი და სამი წლის შემდეგ, რა შედეგი მოჰყვება აცრას, თუმცა ვაქცინის შექმნა ერთ და ორ დღეში არ უსწავლიათ მეცნიერებს და შესაბამისი სამომავლო შედეგების დადებითი დინამიკა გათვლილია. რაც შეეხება ანტივაქსერებს, რომლებიც გამოჩხრეკით…

მეტი...

„ნაცმოძრაობა“ მოქალაქეებს სთავაზობს დესტაბილიზაციას, ქაოსს, რევოლუციას, ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს მოქალაქეებს დესტაბილიზაციას, ქაოსის შემოტანას, რევოლუციას და ომებს, ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვთავაზობთ განვითარებას, განვითარებას, განვითარებას, მშვიდობას და სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო. „რამდენიმე წუთით, მე მინდა, პოლიტიკური სიტუაცია შევაფასოთ, ვიცი რა, ვის წინაშეც გამოვდივარ – გურულები არ მაპატიებთ არასწორი შეფასების გაკეთებას. მე და ჩვენი გუნდი ვსაუბრობთ რეალურ გეგმებზე, გაკეთებულ საქმეებზე და იმ კონკრეტულ გეგმებზე, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. მოვუსმინოთ კიდევ ერთხელ, რას გვთავაზობენ ჩვენი…

მეტი...

“20/20”-ის კრიტიკას მმართველ პარტიაში პასუხობენ

სამოქალაქო პლატფორმა “20/20”-მა 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შესახებ არაგეგმური ანგარიში მოამზადა. სამოქალაქო პლატფორმა “20/20” მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიების დროებითი წევრების შერჩევისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასათანადო ყურადღება დაუთმო კანდიდატთა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის შესწავლას. მათ შორის შერჩეულები იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები ბრალდებას პასუხობენ “ქართულ ოცნებაში”. გიორგი ვოლსკის თქმით, გასაკვირი არაა, რომ ამ ადამიანებს შორის შესაძლებელია იყოს “ქართული ოცნების” შემომწირველი რადგან საზოგადოებას აღარ სურს სადისტური რეჟიმის დაბრუნება. გიორგი ვოლსკის თქმით, ის რომ ვინმე “ქართული ოცნების” შემომწირველია არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მიკერძოებულები იქნებიან და რამე ისეთს…

მეტი...

საქართველოში „კოვიდ-19“-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

საქართველოში „კოვიდ-19“-ით სამჯერ დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა განაცხადა. რევაზ მეჭურჭლიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი ასეთი შემთხვევაა, მის პრაქტიკაში კი ერთი ასეთი ფაქტი უკვე იყო და დაავადება მსუბუქი ფორმით, სურდოთი და თავის ტკივილით წარიმართა. ინფექციონისტის განმარტებით, რეინფიცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ინფექციის ერთხელ გადატანის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინფექციისგან დაცულები არიან ან მსუბუქად გადაიტანენ, რაც ასე არ არის.

მეტი...

“აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, ათასობით ადამიანი ჩარჩენილია ავღანეთში სახიფათო ვითარებაში” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თალიბანის მიერ ავღანეთში კონტროლის დამყარებას აშშ-ის მარცხს უწოდებს. “აშშ არასდროს ყოფილა ასეთი დამცირებული, როგორც ახლაა. არ ვიცი ამას თქვენ რას უწოდებთ სამხედრო თუ ფსიქოლოგიური მარცხს. ახლა ათასობით ადამიანი ჩარჩენილია ავღანეთში სახიფათო ვითარებაში. ეს ძალიან რთული სიტუაციაა. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლება, მომხდარიყო,”- აცხადებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ როდესაც ავღანეთის პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და ჯარმა აღჭურვილობა დატოვა, შტატებმა მარტივი არჩევანი გააკეთა. ჩვენ კიდევ მოგვიწევს უკან მოხედვა და ყველაფერში გარკვევა, მაგრამ მოსაზრება, რომ…

მეტი...

ხვალ გლდანის 4 000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

20 აგვისტოს 10:00-დან საღამოს 17:00 საათამდე გლდანის რაიონში გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 4 000-მდე აბონენტს. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში, ერთ-ერთი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში აუცილებელია “თბილისი ენერჯის” კუთვნილი გაზსადენის რეკონსტრუქცია. “კერძოდ, გლდანის VII მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, მიმდებარედ – ხიზანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს და მცირე კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგება სრულად აღდგება 22:00 სთ-მდე. “თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყოველთვის დაიცვათ გაზის მოხმარების უსაფრთხოების ზომები,” – ნათქვამია განცხადებაში. 

მეტი...

“ვაქცინაციის დემონიზაცია სრულებით მიუღებელია, ანტივაქსერულ კამპანიაში მონაწილეობა გამართლებულად არ მიმაჩნია” – მეუფე ნიკოლოზი

ვაქცინაცია არ არის რელიგიური შინაარსის თემა. ერთადერთი რელიგიური შინაარსის ისაა რომ, არ შეიძლება ადამიანისთვის დაძალება არც აცრის და არც აუცრელობის, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაციის დემონიზაცია მიუღებელია. „წმინდა სინოდის სხდომაზე ვთქვით, რომ ამას ზიარებასთან კავშირი არ ექნება. ეს თითოეულმა მოქალაქემ პირადად უნდა გადაწყვიტოს ექიმებთან კონსულტაციის შედეგად. ეს სამედიცინო შინაარსის თემაა. არც აცრაა სავალდებულო, არ შეიძლება ძალდატანება. მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის დემონიზაცია არის სრულებით მიუღებელი და ყველა მცდელობა, რომ ვაქცინაში ეშმაკისეული რაღაც ჩავტენოთ, შინაარსიანი არ არის. პირადად მე, კონსულტაცია გავიარე ექიმთან და მან აცრა არ მირჩია. აცრისაკენ მოწოდებას…

მეტი...

თბილისში 4 დღის წინ გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ – სად დააფიქსირა კამერებმა ვარშავიდან ჩამოსული 20 წლის მამაკაცი ბოლოს

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ რომელიც 4 დღის წინ გაუჩინარდა – სოციალურ ქსელში ვრცელდებული ინფორმაციის თანახმნად, 20 წლის ნოდარ თამარიანი ვარშავიდან საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოფრინდა, მეორე დღეს კი მისი კვალი გაქრა. “დაიკარგა ნოდარი თამარიანი 20 წლის. ჩამოფრინდა ვარშავიდან ქუთაისის აეროპორტში. 14 აგვისტოს საღამოს 9:42 წუთზე. კამერებმა დააფიქსირა, რომ გამოვიდა აეროპორტიდან და ერთი ღამე გაათია სასტუმროში. ეს ფაქტიც დააფიქსირა კამერებმა! მეორე დილით 10 დან 11 საათამდე გამოვიდა სასტუმროდან და წავიდა სამარშრუტო ტაქსებისკენ, რომ წასულიყო თბილისის მიმართულებით. ესეც დააფიქსირა კამერებმა!არ მისული სადგურამდე პატარა მონაკვეთში მისი კვალი გაქრა. 4 დღეა ეძებს პოლიციაც! თუ ვინმეს გეცნობათ ან გინახავთ, შეგვეხმიანეთ გთხოვთ. საკონტაქტო…

მეტი...

“რეანიმაციაში მოიყვანეს, დიდი თვალებით, ფეხბურთელია…” – ფოტო რეანიმაციიდან

საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო, სოციალურ ქსელში 20 წლის ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს, რომელლიც მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფებოდა. როგორც ირკვევა ფეხბურთელი კორონავირუსის მძიმე ფორმით, საავადმყოფოში მოათავსეს. „რეანიმაციაში მოიყვანეს, დიდი თვალებით. მოვეფერე, მოვუყევი რას გაივლის, სად არ უნდა შებორძიკდეს და გამაგრდეს! ფეხბურთელია და გამარჯვების ჟინი ექნება! კოვიდ ომს მოიგებს, მასზე ყველა იზრუნებს. ფერიცვალებას გილოცავთ! ძალა მოგვცეს უკეთესი ცვლილებებისთვის”,- წერს თამუნა თანდაშვილი.

მეტი...

ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება

უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა 30 აგვისტოს ნაცვლად, 31 აგვისტოს შედგება. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. აღნიშნული უკავშირდება უკრაინელი ლიდერის ვიზიტის პროგრამის გაფართოებას, რომელიც ახლა უკვე პრეზიდენტებს შორის პირისპირ მოლაპარაკებებსაც ითვალისწინებს. „ვიზიტის პროგრამის ელემენტების გაფართოებასთან დაკავშირებით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა 31 აგვისტოს შედგება. შეერთებულ შტატებთან შევთანხმდით, რომ ეს თარიღი ერთი დღით გადაგვედო იმის გამო, რომ ლიდერების შეხვედრის ფორმატი გაფართოვდა და ახლა არა მხოლოდ დელეგაციების შეხვედრას, არამედ პირისპირ დიალოგსაც ითვალისწინებს“, – განაცხადა კულებამ.

მეტი...

“არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში, რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას” – ბიძინა კულუმბეგოვი კოლეგებს მიმართავს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თავის კოლეგებს მიმართავს და შეახსენებს, რომ ალერგია არ შეიძლება იყოს აცრაზე უარის თქმის მიზეზი. ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ის საკუთარ გვერდზე კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს.  “ახლა ჩემთან მოვიდა ვაქცინაციის ცენტრიდან გამობრუნებული ადამიანი, მიზეზი 25 წლის წინ ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ანამნეზში. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში (ასთმა, რინიტი, დერმატიტი, ურტიკარია, კვინკე…), რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას!,”- წერს კულუმბეგოვი.

მეტი...

“არც ერთი ადგილი აღარ არის კლინიკაში, ველოდებით ვინმე გაეწეროს, რომ მძიმე პაციენტი შემოვიყვანოთ” – რა ხდება ინფექციურ საავადმყოფოში

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების კუთხით მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის. “მდგომარეობა მძიმეა, ყველა ადგილი გადატვირთულია საავადმყოფოში. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ 6 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, რისი აწევაც ჰოსპიტალურ სექტორს ძალიან გაუჭირდება. ამ დილისთვის, არც ერთი ადგილი არ არის კლინიკაში. ველოდებით, თუ ვინმე გაეწერება რომ მძიმე პაციენტი შემოვიყვანოთ,” – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი, ეკა ჭოლაძე მოსახლეობას წესების დაცვისკენ დ ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობისკენ კიდევ ერთხელ…

მეტი...

“მოგიწოდებთ ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის კლინიკაში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, შექმნილია მობილური სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შესაბამისად, ერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ, ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის მოქმედი ცენტრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ. ირაკლი ღარიბაშვილი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალაქეების აქტივობით დაინტერესდა. როგორც კლინიკის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ჩიჩუამ აღნიშნა, მოქალაქეების აქტივობა განსაკუთრებით…

მეტი...

“კლინიკებში მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი, გარკვეულწილად ვუახლოვდებით შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მისივე თქმით, კლინიკას  ბოლო კვირის განმავლობაშიც დაემატა საწოლების გარკვეული რაოდენობა, თუმცა გაბუნია ამბობს, რომ საწოლების მობილიზების კუთხით, უახლოვდებიან შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს. „ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 %-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით,  2021 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 %-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა. უწყების მონაცემებით, 2021 წლის მე-2 კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4 % შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0 პროცენტული პუნქტით და 40.1%-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 1.0%-ით ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.3%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5…

მეტი...

ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს – ინფორმაციას ფოთის “ენმ” ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობის”ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს. მისი თქმით, გიგი უგულავა დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია. „გადაწყდა გიგი უგულავას კანდიდატურა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, ამიტომაც უნდა მივცეთ ხმა. იცის, რა უნდა გააკეთოს. უნდა გავერთიანდეთ, ვიღაცა მოგვწონს, ვიღაცა არ მოგვწონს ახლა ამის დრო ნამდვილად არა გვაქვს. უნდა დავდგეთ ერთად და უნდა გავუშვათ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის ყველაფერზე მაღლა მდგომი პრინციპული დამოკიდებულება”,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ. ფოთში გიგი უგულავას ოფიციალური წარდგენა 21 აგვისტოს 18:00 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 948, აჭარაში – 739, იმერეთში – 626

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარაში – 739, ხოლო იმერეთში – 626, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 152 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 316 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 921 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 501 297-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18…

მეტი...

საველე ჰოსპიტალების მოწყობისთვის სამუშაოები აჭარასა და იმერეთშიც მიმდინაორებს

საველე ჰოსპიტალი ჩვენთვის გარკვეულწილად მზაობისა და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ კუთხით მზადება დაწყებულია აჭარასა და იმერეთში. თამარ გაბუნიამ საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საველე ჰოსპიტლებს გამოიყენებენ უკიდურეს შემთხვევაში და წარმოადგენს მზადებას ყველაზე ცუდი სცენარისთვის. „ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ორი დიდი რეგიონია, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებებისა და მზაობის უზრუნველყოფა. ამდენად, მიმდინარე სამუშაოები პროცესშია. იმედი გვაქვს, ეს არ…

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი ვაქცინირებული არ ყოფილა” – თამარ გაბუნია

ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე, მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით, ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. „რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით ერთ პროცენტამდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 პროცენტი, ამ 3 500 პირიდან რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, ეს არის კიდევ…

მეტი...

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 883 570 აცრაა ჩატარებული, 18 აგვისტოს აიცრა 26 363 პირი

19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 883 570 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 26 363 პირი. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი, გარდაიცვალა 58 ინფიცირებული.

მეტი...

ზურაბ ზვიადაური საკუთარი ძმის დაკრძალვას დაესწრება

ზურაბ ზვიადაური საკუთარი ძმის დაკრძალვას დაესწრება. მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, თუმცა მისმა უფლებადამცველებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს, რომ მისთვის ძმის სამგლოვიარო რიტუალებზე დასწრების უფლება მიეცათ. ზურაბ ზვიადაურს ბადრაგის თანხლებით, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ძმის დაკრძალვაზე მიიყვანენ, რომელიც დღეს 13:00 საათზეა დაგეგმილი.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 471 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 18 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 5 914 შემთხვევა გამოვლინდა, 3 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 49 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 471 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 471 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო შვიდი დღის – 11.01%, ბოლო 14 დღის – 10.78%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 501 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 436 977 გამოჯანმრთელდა, 6 590 კი გარდაიცვალა. სულ აცრილია 883 570 ადამიანი, დღიურად აცრილია – 26 363. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი. ამასთან, 18 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 316 პაციენტი.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 210 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 210 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 188.2 მილიონს შეადგენს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 17.4 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 38 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.3 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

მეტი...

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. მოციქულებს შემდეგ თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა ამბობდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან…

მეტი...

“პედაგოგების აცრა ავტომატურად აისახება მის ირგვლივ ვაქცინაციის გააქტიურებაში” – ბიძინა კულუმბეგოვი მასწავლებლებს აცრისკენ მოუწოდებს

მესტიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მასწავლებლები აიცრნენ. მანამდე კი პედაგოგები იმუნიზაციის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განათლების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით გამართულ საინფორმაციო სესიებს დაესწრნენ. შეხვედრას ცნობილი ექიმები და ჯანდაცვის ექსპერტები უღძვებოდნენ. პროგრამის მიზანი ყველაზე იმ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო, რას ვაქცინაციის შესახებ არსებობს. “უსაფრთხო სკოლა ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, შემოდგომამდე მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ შესაძლებელი გახდეს სწავლის დაწყება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის რეგიონებში პედაგოგები სარგებლობენ ძალიან დიდი ავტორიტეტით. ამიტომ, ნებისმიერ პედაგოგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ, ეს ავტომატურად აისახება მის ირგვლივ ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაში,” – განაცხადა…

მეტი...

სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აქტიურად იცრებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. იმერეთის  რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები -16 მეტყევე ქუთაისის ოთარ ჩხობაძის  სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში  აიცრა. “მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.  თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ვითარების სიმძიმე, მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ პანდემიას და არ ვიქნებით რისკის შემცველი ირგვლივ  მყოფთათვის. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ ასევე, ერთმანეთის ჯანმრთელობას ” – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

მეტი...

მოსამართლემ ზურა ზვიადაურს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულ სასამართლოში ზურა ზვიადაურის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შეამდგომლობა და ოლიმპიურ ჩემპიონს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება. „თავს არ ვთვლი დამნაშავედ. თავს არ ვცნობ დამნაშავედ, ეგ ერთი და მანდ რაც არის მოყვანილი, არ იყო ისე, დანარჩენს ადვოკატები გასცემენ პასუხს,“ – განაცხადა ზურა ზვიადაურმა პროცესზე. მან მოსამართლეს მადლობა გადაუხადა და უსურვა, რომ არასდროს აღმოჩნდეს მის მდგომარეობაში. ზვიადაურს თავდებში ოლიმპიური ჩემპიონები უდგებოდნენ…

მეტი...