საბერძნეთში აუცრელ დასაქმებულებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ

საბერძნეთში, კოვიდპანდემიის გამო რეგულაციები მკაცრდება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნებისმიერი დასაქმებული, რომელსაც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ექნება სამსახურიდან ათავისუფლებენ. აღნიშნული მოტივით, უსამსახუროდ ასეულობით დასაქმებული დარჩა. საქმე ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო უწყებებს. სამსახურების დატოვება ემიგრანტებსაც მოუწიათ. „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა, რომლებიც სამსახურიდან მხოლოდ იმ მოტივით გაათავისუფლეს რომ აცრილები არ იყვნენ. მართალია, ადგილობრივები პროტესტს პროტესტზე მართავენ, თუმცა, უშედეგოდ.     

მეტი...

ორ ქართველ სპორტსმენს აკრედიტაცია ჩამოართვეს და ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს

ოლიმპიური სოფლის თვითნებურად მიტოვებისთვის, ორ ქართველ სპორტსმენს ოპილმპიადის აკრედიტაცია ჩამოართვეს და ოლიმპიური სოფელი დაატოვებინეს. როგორც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერი  მასანორი ტაკაია აცხადებს, ოპილმპიადის მონაწილეებმა დაარღვიეს შინაგანაწესი და სოფელი თვითნებურად დატოვეს. „ჩვენ მათ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან ვფიქრობთ, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – აცხადებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერი.   გავრცელებული ინფორმაციით, ოლიმპიადის მონაწილეებმა ოლიმპიური სოფელი ქალაქის დასათვალიერებლად დატოვეს. ისინი ოლიმპიადის გამარჯვებულები, ვერცხლის მედლის მფლობელები არიან.

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 139-ია

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 597-ს შეადგენს. მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 139-ია. არსებული მაჩვენებლიდან,  5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 024, აჭარაში – 661, იმერეთში – 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში – 514, აჭარაში – 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 170, აჭარაში – 7, იმერეთში – 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 – თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 44, ხოლო აჭარაში – 5. სულ  6 ოქტომბრიდან – 31 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში…

მეტი...

ვირუსით 33 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა – 443, იმერეთი – 322, ქვემო ქართლი – 111, შიდა ქართლი – 95, გურია – 70, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 163, კახეთი – 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

მეტი...

ვირუსით 2 654 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 806 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 2 654  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 319   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.34 % ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  422 188-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.95 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.57 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 384 712-მდე.

მეტი...

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალებას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ

თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე მოკლული ქალის საქმის გამოძიების მუხლი შეიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ. სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით”, – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე, „ეშმაკის ბორბალის“ მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს. მას ფოთლები და ხის ტოტები ჰქონდა მიყრილი.  დაკარგულ ტურისტს მთელი დღე მთაწმინდის ტერიტორიაზე ეძებდნენ, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაციაში დრონები და კინოლოგებიც მონაწილეობდნენ.

მეტი...