“ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის” – იენს სტოლტენბერგი

ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თალიბანმა“ პატივი უნდა სცეს და ხელი შეუწყოს, რომ ყველა მსურველმა უსაფრთხოდ დატოვოს ქვეყანა. აეროპორტი და სახმელეთო სასაზღვრო გადასასვლელები უნდა იყოს ღია. ყველა ავღანელი მამაკაცი, ქალი და ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოდ და ღირსეულად ცხოვრებას. უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის. ადგილი არ უნდა ჰქონდეს შურისძიებას. მთავრობა, რომელიც არ სცემს პატივს ყველა ავღანელის ფუნდამენტურ უფლებებს და აღადგენს შიშის მმართველობას, საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშე დადგება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მეტი...

„გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია“, – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი  თენგიზ ცერცვაძე, კორონავირუსის შემთხვევების მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, სიკვდილიანობის გაზრდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიის არსებობიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ დრეს დაფიქსირდა. „მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ შემთხვევების ამ კატასტროფულად გაზრდილ ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევები არის პროპორციულად გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე ახალი შემთხვევები. დღეისთვის საქართველოში არის 55 000-მდე აქტიური შემთხვევა. ესენი არიან ის ავადმყოფები, ვისაც კოვიდი უკვე დაუდასტურდა და ჯერ არ განკურნებულან და ამ ფონზე, 47 გარდაცვლილი, ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის“ – აცხადებს გამყრელიძე. მისივე განმარტებით, დღეში დაახლოებით 30-35 ათასი ადამიანი უნდა იცრებოდეს.…

მეტი...

“საქართველოში 500 ფლაკონი „ტოცილიზუბამი“ შემოვიდა” – თენგიზ ცერცვაძე

ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც დავიწყეთ „ტოცილიზუბამის“ ფართოდ გამოყენება მსოფლიოში. ახლა ყველამ ისწავლა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან კარგია და სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გაიზარდა მოხმარება,  მთელ მსოფლიოში დეფიციტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში „ტოცილიზუბამი“ შემოტანილია, თუმცა მარაგი მალე ამოიწურება. „ტოცილიზუბამზე“ დეფიციტი შეიქმნა ორი მიზეზით. ერთი-როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვხმარობიდით ამ მედიკამენტს დიდი წარმატებით და მოვუწოდებდით ყველას რომ გამოეყენებინათ, ჩვენი ოპონენტები, ვისაც დღეს უხარია, რომ ბევრი შემთხვევა, ბევრი გარდაცვალებაა, სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებთ ადამიანებზე, რომ ეს მედიკამენტი არ იყო ეფექტური, რომ ის…

მეტი...

მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ – პრემიერი

„ჩვენ, ყველანი, მთავრობის წევრები, ოჯახებით, ყველანი აცრილები ვართ და ამით ვიჩენთ და ვაძლევთ მაგალითს სხვებს“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. პრემიერმა აცრის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მოსახლეობას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანაში უპრეცენდენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რასაც შენარჩუნება სჭირდება, ეს კი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია. „ერთადერთი ეფექტიანი გამოსავალი არის სწორედ ვაქცინაცია. მე დავღალე ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ავუხსნათ მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს ამის საჭიროება და აუცილებლობა, იმიტომ, რომ ვაქცინაცია, რომელიც არის გამოგონებული, შექმნილი, მეცნიერების მიერ, საუკეთესო მეცნიერების მიერ მსოფლიოში, არის ის ერთადერთი გამოსავალი,…

მეტი...

„ექიმებს მივაქციოთ ყურადღება, 24 საათი ზეგანაკვეთით მუშაობენ“ – გიორგი გახარია

გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის გამო წინასაარჩევნო კამპანიის შეზღუდვა არჩევნების გადადებას ნიშნავს. „ყველანი თუ დავიცავთ წესებს და ვატარებთ პირბადეს, მაშინ საარჩევნო კამპანიის გაუქმების რაიმე არგუმენტი არ იარსებებს. მაშინ არჩევნებიც უნდა გადავდოთ – საარჩევნო კამპანიის გარეშე არჩევნები არ არსებობს.“ – განაცხადა გახარიამ.  გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია ფინანსური და მატერიალური წახალისება ექიმებისთვის, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ზეგანაკვეთურად და მაღალი დატვირთვით მუშაობენ. „მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება. ეს ხალხი არის ბოლო ხაზი – 24 საათი მუშაობენ და მათ ყურადღების გარდა, სხვადასხვა სახის, მათ შორის მატერიალური…

მეტი...

ზვიადაურის სხეულიდან 4 ტყვია ამოიღეს, მისი მეგობრის სხეულიდან კი 12 ტყვია

„მედიაცენტრი მთავარის“ სანდო წყაროს ინფორმაციით,  მოკლული ზვიად ზვიადაურის (ზურაბ ზვიადაურის ძმის) სხეულიდან 4 ტყვია ამოიღეს, ხოლო მისივე მეგობრის, ასევე მოკლული ვასილ ცოცხალაშვილის სხეულიდან -12 ტყვია. როგორც იურისტები განმარტავენ, ეს ფაქტი თავდაყირა აყენებს პროკურატურის ბრალდებას. კერძოდ, თუ ზურაბ ზვიადაური, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი, პირველი გახსნიდა ცეცხლს მოკლული ნიკა კენჭოშვილის მისამართით და მოახვედრებდა ა მას, მაშინ ის ამის შემდეგ შეძლებდა საპასუხო ცეცხლით ორი ადამიანის მოკვლას და ორი ადამიანის დაჭრას ცალ-ცალკე გასროლით? შსს ინფორმაციით, ნიკა კენჭოშვილს “საიგას” ფირმის იარაღს არ აქვს ავტომატური ჯერით ცეცხლის გახსნის რეჟიმი და…

მეტი...

„არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ვინმე თუ მითვალთვალებს“ – გიორგი გახარია

„მე არანაირ ბრალდებებს არ ვაყენებ და მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს – აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. აქ სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში“ – აცხადებს გიორგი გახარია. გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ჩოხატაურში გახსნა. გახარიამ მედიის კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ ადევნების, თვალთვალის და მოსახლეობის დაშინების მცდელობების შესახებაც უპასუხა.  „მე ხომ ვიცი ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან  და ადამიანები, რომლებიც ესეთ დავალებებს იღებენ – ეს სერიოზულ უხერხულობას ჰქმნის. მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს მეგობრებო – მაშინ, როდესაც სახელმწიფოს უამრავი გამოწვევა აქვს –…

მეტი...

აუცილებელი მოგერიება – რა მოხდა წინანდალში, სადაც ზვიადაური და მისი მეგობარი მოკლეს?! – რეალური ისტორია

„მედიაცენტრმა მთავარმა“ გაარკვია, რა გახდა რეალური მიზეზი იმ დაპირისპირებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების, რომელიც წინანდალში მოხდა და რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც წყარო გვიყვება, ამბავი შემდეგია: ურთიერთშელაპარაკება დაიწყო წინანდალში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მომიჯნავედ. შელაპარაკების მიზეზი გახდა დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ფიზიკური ანგარიშსწორება სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით. დაზარალებული და ნაცემი პირი უკავშირდება აწ გარდაცვლილ ზვიად ზვიადაურს და მორიგი ანგარიშსწორების თავიდან ასარიდებლად, სთხოვს, ტერიტორიიდან გაყვანას. ადგილზე მიდის ზვიად ზვიადაური მეგობართან ერთად, რომელიც ესპანეთიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. მათ დაპირისპირების ადგილზე შემდეგი სურათი ხვდებათ: შეირაღებული ადამიან, ქაოსი და ამ ქაოსში ნაცემი და დაზარალებული პირი.…

მეტი...

ზვიადაური ადვოკატმა მოინახულა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს ადვოკატი შეხვდა. ზვიადაურის უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. შეგახსენებთ, წინანდალში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ამასთან, სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

მეტი...

დასაქმებულებს ვაქცინაციიდან 48 საათი შეუძლიათ სამსახურში არ მივიდნენ – საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ ახალი პროტოკოლი გამოსცა

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ დასაქმებულებისთვის სპეციალური ბრძანება (პროტოკოლი) გამოსცა: ბრძანების მიხედვით, დასაქმებულმა, რომელსაც არ ჩაუტარებია Covid-19 საწინააღმდეგო აცრა, უნდა უზრუნველყოს ყოველი კვირის ორშაბათს, გამოცხადებამდე არაუგვიანეს 48 საათის პერიოდში ჩატარებული Covid-19 ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხის უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ბრძანების სხვა პუნქტებია ასეთია: დასაქმებულს, რომელსაც არ აქვს ჩატარებული Covid-19_ის საწინააღმდეგო ვაქცინა (ერთი ან ორი დოზა) და ისარგებლებს შვებულებით, შვებულების დასხრულების შემდეგ, უშუალო ხელმძღვანელთან უნდა წარადგინოს PCR ტესტის პასუხი (არაუგვიანეს გამოცხადებამდე 72 საათის განმავლობაში); დასაქმებულს, რომელიც აიცრება Covid-19_ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ეძლევა უფლება ვაქცინაციის ჩატარებიდან 48 საათი (პირველი და მეორე დღე), არ გამოცხადდეს სამუშაოზე. გაცდენილი…

მეტი...

“ვცდილობთ, ნაკლებად შევეხოთ კონსტიტუციის ძირითად დებულებებს ან საერთოდ არ შევეხოთ მას და ეს კულტურა ჩამოყალიბდეს სამომავლოდაც” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კონსტიტუციის კანონის პროექტის გარდამავალ დებულებებში დროებითი ნორმებისა და წესების არსებობა რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით ახსნა. „პირველი მიზეზია ის, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ვფიქრობთ, ნაკლებად შევეხოთ კონსტიტუციის ძირითად დებულებებს, ან საერთოდ არ შევეხოთ მას და ეს კულტურა ჩამოყალიბდეს სამომავლოდაც; მეორე – ეს განპირობებული იყო პოლიტიკური კონტექსტითა და მოცემულობებით. და თუ შემდეგი  მოწვევის პარლამენტები გადაწყვეტენ, რომ კარგი წესია, მათ გადაწყვიტონ მომავალში.  მესამე – საკონსტიტუციო ცვლილება ხმათა ¾-ით იქნება მიღებული. მართალია, ეს მაღალი ლეგიტიმაციაა, მაგრამ ეს არის წესიდან გადახვევა.…

მეტი...

საქართველოში დღეს 14:15 საათზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:15 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა, მისი სიდიდე 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

მეტი...

“ცოტნესთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებენ…მას საუკეთესო რეაბილიტოლოგები მკურნალობენ და საიმედო ხელშია” – გიორგი გამსახურდია

ცოტნე გამსახურდიას ძმა, გიორგი გამსახურდია, twiter-ზე წერს, რომ მის ძმასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც გიორგი გამსახურდია წერს, მის ძმას საქართველოში საუკეთესო რეაბილიტოლოგები მკურნალობენ და საიმედო ხელშია.  “ცოტა ხნის უკან მომიწია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსობა რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც – არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ. ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების…

მეტი...

“ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს” – ნიკა მელია

მოვიგებთ, ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხვა გზას არ დავუტოვებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მას საქართველოს მოქალქეების იმედი აქვს. „წარმატებები თითოეულ მაჟორიტარობის კანდიდატს, მათთან ერთად ვიქნები და როგორც არასდროს მჯერა, რომ 2 ოქტომბერს მოვიგებთ, როგორც არასდროს მჯერა. ხალხო ეს არის რეფერენდუმი – კი თუ არა. საქართველომ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ თავს არ ვზოგავთ და ბრძოლის ავანგარდში ვდგავართ და ასეთ შემთხვევაში არ დარჩება არც ერთი ადამიანი, ვინც არ მოვა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს ქვეყნის მომავალს და წარმატებას.…

მეტი...

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა

იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო – იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში დღეიდან კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა. რატი ბრეგაძე და ეკატერინე ტიკარაძე დოკუმენტის გაცემის პროცესს ერთობლივად აკვირდებოდნენ. ამასთანავე, მინისტრებმა თბილისის იუსტიციის სახლში ახლადდანერგილი სერვისით თავადაც ისარგებლეს და კოვიდბარათები აიღეს. დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი. მასზე, პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული. ამ დრომდე კოვიდბარათი მხოლოდ ვაქცინაციის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში გაიცემოდა. კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება კი, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში,…

მეტი...

300, 500 და 1 000 ლარი ყოველი ახალშობილის ოჯახს – ვის რამდენი ფულადი დახმარება გადაეცემა თბილისის მერიისგან

სოციალურად დაუცველ ოჯახებს თითოეულ ახალშობილზე ერთჯერადად 500-ლარიანი დახმარებას გადასცემს. პროგრამის მიზანი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევაა. ამ ფულადი დახმარებით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომელსაც დედაქალაქის მერია უზრუნველყობს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რას ითვალისწინებს პროგრამა, ვინ არიან ბენეფიციარები და როგორ უნდა მიიღონ ფულადი დახმარება. ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100.000 და დაბალი სარეიტინგო ქულა. ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, რომელიც გაიცემა ერთჯერადად. თუ მოსარგებლე განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით დაადასტურებს,…

მეტი...

ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა – ნახეთ ჩამონათვალი

დღეს ოპოზიციამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები „გირჩი მეტი თავისუფლებამ“, „დროამ“, და „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინეს. „გირჩი მეტი თავისუფლება“ – დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში – ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე – თენგიზ კირთაძე და საბურთალოში – ბორის ყურუა. პარტია “დროა” – გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ელენე ხოშტარია; ვაკის მაჟორიტარი – ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე. პარტია “ევროპული საქართველო”- სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში – ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.

მეტი...

წინანდალში, სადაც მკვლელობა მოხდა, ამბობენ, რომ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები ადგილობრივები არ იყვნენ

“გუშინ საღამოს გავიგე სროლა, 5-6 ჯერ იყო პირველი გასროლა. რამდენიმე წუთში 3-4 სროლა იყო, შემდეგ ხმაური, ყვირილის ხმა 10 წუთი მაინც გრძელდებოდა,”- ამის შესახებ გუშინ მომხდარი მკველეობის ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი ყვება. დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მოკლული ნიკა კენჭოშვილია, რომლის მკვლელობასაც ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ედავებიან. ნიკა კენჭოშვილი დასავლეთ საქართველოდანაა და ის საკუთარ სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ.  დაკავებულები კახეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ვრცელდება რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ვალის დაბრუნება უკავშირდება, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა…

მეტი...

დიღმის შემდეგ საველე ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოეწყო

დიღმის შემდეგ საველე ჰოსპიტალი სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში მოეწყო. თავდაცვის ძალები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ერთვებიან. სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, ორ ადგილას უკვე განლაგდა საველე ჰოსპიტლები. თავდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებას ასეულობით საწოლი გადასცა და მზადყოფნა გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში, “დელტას” ბაზაზე ყოველთვიურად დამატებით ათასამდე საწოლი დაამზადოს. “შეიქმნა ორ ლოკაციაზე – დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები, რამაც მოგვცა საშუალება დამატებითი საწოლფონდი შეგვექმნა და საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ლოკაციები გამოყენებული იქნება კოვიდინფიცირებული პაციენტებისათვის. ისინი უშუალოდ სამხედრო ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან,”- აცხადებს სამხედრო ექიმი ნანა კინწურაშვილი.  ამ ეტაპზე, დიღმის საველე ჰოსპიტალში 120 საწოლია მობილიზებული, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში…

მეტი...

„თელმიკოსა“ და „თელასს“ აბონენტებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალა – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა. ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე. კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ 2021 წლის ივნისსა და ივლისში აბონენტებზე განხორციელებული დარიცხვები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა. კომპანიებს დაევალათ, აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა…

მეტი...

აცრილ მოქალაქეებს სამშენებლო კომპანიები აქციებს სთავაზობენ – კობა ქათამაძის ინიციატივა

„ჩვენმა სამშენებლო კომპანიამ დააანონსა აქცია, აცრილ მობინადრეს ექნება საშუალება შეიძინოს ბინა ჩვენთან 10% – იანი ფასდაკლებით, ასევე ექნება სამედიცინო დაზღვევა და 3 – დან 5 წლამდე და შიდა უპროცენტო განვადებით, განვახორციელებთ რემონტს,“ – ამის შესახებ „მედიცანტრ მთავარში“ პროექტების და განვითარების მართვის ცენტრის დამფუძნებელმა კობა ქათამაძემ განაცხადა. მისივე თქმით კერძო სექტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კოვიდთან ბრძოლაში, როგორც ქათამაძე ვარაუდობს აქციის მასშტაბები გაიზრდება: „ამ აქციაში ერთვებიან სამშენებლო მასალების დიდი მომწოდებელი ბაზები, ამ რთულ დროს საჭიროა ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში. ამ ეტაპზე არაპროგნოზირებადი სიტუაციაა მსოფლიოში, ზარალდება ჩვენი ბიზნესიც და ერთადერთი გამოსავალი…

მეტი...

“პირველი დოზისთვის დღეს დევს 150 000 „ფაიზერი“, 15 000 „ასტრაზენეკა“, 130 000 „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“, მეორე დოზაც ყველასთვის შენახულია” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ინტენსიურ აცრებზე და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია, ასევე ეტაპობრივად ხდება დამატებაც. გამყრელიძის თქმით, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი დღეს სწორედ ვაქცინაციაზე გადის. „ახლა ყველაზე მთავარი, ხაზს ვუსვამ, ყველაზე მთავარი არის ინტენსიური აცრები. აი, მაგალითად ახლა რომ ვიოცნებოთ ასე ვთქვათ და ყველამ ერთად შევძლოთ, რომ ორი კვირის განმავლობაში დღეში ავცრათ 100 000 ადამიანი, ნახავთ, რომ ერთი კვირის შემდეგ სერიოზულ გარდატეხას შევიტანთ ეპიდემიის განვითარებაში, რომ გავაკეთოთ ეს, ნუ 100 000. კიბატონო, ეს ოცნებაა, მაგრამ თუ ჩვენ ყოველდღიურად 30 000-ზე ავედით…მუდმივად შემოდის…

მეტი...

“15 სექტემბრისთვის ამ ტიპის ეპიდსიტუაცია თუ იქნება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბერს სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება. როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი სწავლის დაწყების დროისთვის კვლავ მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სასწავლო პროცესი ვერ განახლდება. ამასთან, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში ახლა მოქმედებს და ასევე ვაქცინაცია, შედეგს გამოიღებს და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდება. „თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის…

მეტი...

“2.5 მლნ აცრა თუ ჩატარდება, ამას თუ გავაკეთებთ და მილიონ 250 ათასი ადამიანი აიცრება, სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში” – ამირან გამყრელიძე

2.5 მლნ აცრა თუ ჩატარდება, ამას თუ გავაკეთებთ და მილიონ 250 ათასი ადამიანი აიცრება, სერიოზულად გავტეხავთ ეპიდემიას წელში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიის დამთავრების გზა გადის აცრებზე. „აცრის გარეშე ჩვენ ამ პანდემიას ვერ დავასრულებთ, როგორმე უნდა მოვახერხოთ. ჩემი პროგნოზით, აგვისტოს ბოლოს ჩვენ სადღაც 650 000 აცრას გადავაბიჯებთ და სექტემბერში ეს უნდა ავიდეს აუცილებლად 800 000-მდე. შემდგომ, ოქტომბერში კიდევ ერთი ამდენი, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, როგორც მოგახსენეთ, სულ მცირე სადღაც 2.5 მლნ აცრა ჩატარდეს. თუ ამას გავაკეთებთ,…

მეტი...

“განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან პირბადის ტარება გარე სივრცეშიც სავალდებულო ხდება. ამასთან, გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში, რომელიც მათ შორის შეეხება მუშაობის დასრულების დროს. „დღეიდან იქნება სავალდებულო პირბადის ტარება უკვე გარე სივრცეში ყველგან, გარდა იმისა, თუ ვარჯიშობთ, დარბიხართ კუს ტბაზე ან ლისის ტბაზე, რა თქმა უნდა, იქ არავინ მოგთხოვთ პირბადის ტარებას, თუ მარტო ბრძანდებით, მაგრამ დანარჩენ ადგილებში ყველგან ღია სივრცეში პირბადე იქნება მანდატორული, ისევე როგორც დახურულ სივრცეებში. განსაკუთრებით გამკაცრდება მონიტორინგი რესტორნებსა და სამასპინძლო დაწესებულებებში როგორც მუშაობის დასრულების მიმართულებით, ისე შიდა სივრცეებში. აქაც…

მეტი...

“საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული” – ტიკარაძე

საწოლფონდთან მიმართებაში მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით. „თქვენ იცით, რომ ჩენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღემდე არც ერთ პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე, 3 500-მდე ადამიანი არის სასტუმრო სექტორში, ხოლო დანარჩენი გადიან მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა,…

მეტი...

ერთი დოზით აცრილი ადამიანების 2,85% მოხვდა კლინიკაში, ხოლო ორჯერადად აცრილებიდან 2,13% – ეკატერინე ტიკარაძე მოსახლოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ორჯერადად და ერთჯერადად აცრილი ადამიანების კლინიკაში გადაყვანის პროცენტულ მაჩევნებელზე საუბრობს და მოსახლეობას კვლავ  ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.  “ჩვენ გავაკეთეთ მოკვლევა და გვაქვს საფუძველი დავადგინოთ, აცრა როგორ მოქმედებს. ერთი დოზით ვაქცინირებული პირებიდან, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია 2,85% და ორჯერადაც ვაქცინირებულებიდან – 2, 13 %. კლინიკაში დღესდღეობით 95% გადის მკურნალობას ისეთი ადამიანი, ვინც არაა აცრილი.  ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და მე მოვუწოდებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და ინტენსიურად გამოიყენონ პირბადეები,”-აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ერთი კვირის წინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 540 თბილისში გამოვლინდა, 810 აჭარაში, 782 იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 872 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 539 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 872 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 873 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 999 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 6 208 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  490 462-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 აგვისტოს მდგომარეობით,…

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,14 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,14 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 12,97 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,63 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 6 208 პირს დაუდასტურდა, 3 539 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 47 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 47 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 539 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 16 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 676 შემთხვევა გამოვლინდა, 4 119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 539 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი. ამასთან, 16 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი, გარდაიცვალა 30 ადამიანი.

მეტი...

ზვიადაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული

წინანდალში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს. „გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირებისას, 1971 წელს დაბადებულმა ვ.ც.-მ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ.ჯ.-ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც ამავე დაპირისპირებაში მონაწილე, 1994 წელს დაბადებული ნ.კ.-ის მხრიდან, ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან საპასუხო სროლა…

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი, 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 09:43 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. საქართველოში ბოლო პერიოდში მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა და თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. სიძლიერით ყველაზე დიდი მიწისძვრა 16 აგვისტოს, გამთენიისას მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

პაციენტის მონაცემების სოციალურ ქსელში არაკანონიერი გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა

პაციენტის მონაცემების სოციალურ ქსელში არაკანონიერი გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექიმს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ერთ-ერთი კლინიკისა და ექიმის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების სოციალურ ქსელში გასაჯაროების კანონიერების საკითხი შეისწავლა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ტექსტის თანხლებით, ექიმს მის პირად Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებული ჰქონდა პაციენტის (განმცხადებლის) მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულ ფოტოსურათებზე პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, სახის სხვა მახასიათებლები მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მათივე ცნობით, საქმის შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პაციენტმა…

მეტი...