არიან თუ არა ვაქცინირებულები რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარები – ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

“ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მიგზავნის კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თურმე აცრის პროცესმა შეიძლება, ხელი შეუწყოს რეზისტენტული და უფრო აგრესიული შტამების გამოჩენას და მთხოვენ იქნებ განმარტება გავაკეთო. ეს არაა მარტივად აღსაქმელი საკითი, მაგრამ რადგან მოდაშია რთული და შეუჯერებელი თემების საჯარო განხილვები და ხალხის დაზაფვრა, მეც ლაკონურად გავკადნიერდები”,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

“ვაქცინები ითვლება ყველაზე ეფექტურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის საშუალებებად ინფექციებთან ბრძოლაში. ეს ისტორიულად დამტკიცებულია და ამაზე არ ვდაობთ.

ამავე დროს რასაკვირველია მეცნიერული, მეცნიერული, მეცნიერული შფოთი არსებობს მსოფლიოში ვაქცინების დაბალი განაწილების და გამოყენების მაჩვენებლებს, ამავე დროს მაღალი გავრცელების არეებში ახალი შტამების გამოჩენსა და შესაძლო რეზისტენტული შტამების ჩამოყალებებას შორის. კერძოდ, საყურადღებო საკითხია, მაგრამ არა დამტკიცებული, ვაქცინაციასა და ვირუსის გავრცელების მაღალი სიჩქარის კომბინაციამ შესაძლოა შექმნას პოზიტიური სელექციური ზეწოლა რეზისტენტული შტამების წარმოქმნაზე და ჩამოყალიბებაზე.

ამ რისკების დაბალანსების და მინიმუმამდე შემცირების გზები ესე გამოიყურება:

ა) ტესტების რაოდენობის მაქსიმალური გაზრდა
ბ) კონტაქტების მოძიება და იზოლაცია
გ) რაც შესაძლებელია პოზოტიური ქეისების მაქსიმალური სექვენირება
დ) ვაქცინაციის განაწილების გლობალური ძალისხმების გაძლიერება, რადგან არის დიდი შანსი ზოგიერთ ქვეყნებში მოხდეს რეზისტენტური შტამების ელიმინაცია (ამოძირკვა) სხვაგან კი დარჩეს

ე) ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავათ, სანამ გლობალური გავრცელება მაღალია, ყველა პირმა პირნათლად უნდა დაიცვას არა-ფარმაკოლოგიური ინტერვენციის სტანდარტები: პირბადე, დისტანცია, ჰიგიენა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს არის მეცნიერული განხილვის საგანი და ამის გამო მსოფლიოს არცერთ ქვეყანას იმუნიზაციის პროცესის ინცირების ან/და მიმდინარების დროს მისი შეჩერების გადაწყვეტილება არ მიუღია. ვაქცინირებული ადამიანები არ წამოადგენენ რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარებს და პირიქით მასიური და სწრაფი ვაქცინაცია ამისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.

აქედან გამომდინარე ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და აცრების გამოყენებისკენ!
აიცერი, გიყვარდეს, დაიცავი!’,- წერს კულუმბგოვი.

მსგავსი თემები