დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 ინფიცირებული შეიყვანეს

​კორონავირუსით ინფიცირებულის აქტიური მაჩვენებლიდან გამომდინარე, პაციენტები კლინიკების ნაცვლად საველე ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ამ ეტაპისთვის,  დიღმის საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი მკურნალობს. დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, აღნიშნული პაციენტები მძიმე პაციენტებს არ მიეკუთვნებიან და საველე ჰოსპიტალში დროებით იმყოფებიან. „ამ დროისთვის, საველე ჰოსპიტალში 19 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა. საუბარია „დელტა“ შტამზე. ინფიცირებულთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია, ნაწილი სტაბილურია. მზად ვართ, მივიღოთ 200 პაციენტი. მედპერსონალი პროპორციულად ნაწილდება დატვირთვის მიხედვით“ – განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

მეტი...

მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1 510-ია

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 236-ია,  საიდანაც 7 273 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 192, აჭარაში – 927, იმერეთში – 1 108. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 510 პირი, მათ შორის, თბილისში – 621, აჭარაში – 146, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 329 პირი,  მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 26, იმერეთში – 20. 3 499 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 593 – თბილისში, 1 254 – აჭარაში. 50 464 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 74 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 69, ხოლო აჭარაში…

მეტი...

გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 442 956. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 723 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 930 შემთხვევა, აჭარა – 602, იმერეთი – 638 ქვემო ქართლი – 249, შიდა ქართლი – 272, გურია – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 298, კახეთი – 471, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -130, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

მეტი...

ვირუსით 4 901 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 595 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 901 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 586 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.52% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  510 941-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,20 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.95% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.97%.

მეტი...