„კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა” – ჰანს კლუგე

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

„ვაქცინის მესამე დოზა არ არის ფუფუნება, რომელსაც ართმევენ ვინმეს, ვინც ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ეს არის ყველაზე მოწყვლადი პირების უსაფრთხოების შენარჩუნების გზა“, -აღნიშნა კლუგემ.

მისივე თქმით, ბუსტერ-დოზებთან მიმართებით სიფრთხილეა საჭირო.

„ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ბუსტერ-დოზებთან მიმართებაში, რადგან ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. თუმცა სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ მესამე დოზა მოწყვლადი ადამიანების უსაფრთხოების შენარჩუნებას უწყობს ხელს და ამას აკეთებს სულ უფრო მეტი და მეტი ქვეყანა ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ჰანს კლუგემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინის ჭარბი რაოდენობის დოზების მქონე ევროპულ ქვეყნებს, გაუზიარონ ისინი სხვა ქვეყნებს, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის სახელმწიფოებს. მან ღრმად შემაშფოთებელი უწოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების ზრდას ევროპაში, ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის ფონზე.

მსგავსი თემები