ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 307 ინფიცირებული იმყოფება

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 110, აჭარაში – 903, იმერეთში – 973. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში – 146, იმერეთში – 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი,  მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში – 20. 3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 – თბილისში, 1 298- აჭარაში. 43    314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.   საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 67, ხოლო აჭარაში – 5. სულ …

მეტი...

ვირუსმა 35 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 519 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 421 532-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა – 772, იმერეთი – 618, ქვემო ქართლი – 202, შიდა ქართლი – 175, გურია – 129, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 247, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

მეტი...

კორონავირუსით 4314 დამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 074 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 519  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  481 578-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს,14 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.38% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.03%.

მეტი...

ახალქალაქში სარიტუალო დარბაზი დალუქეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ახალქალაქში მდებარე სარიტუალო დარბაზი დალუქა. როგორც უწყებაში აცხადებენ, რომ დალუქვამდე ობიექტი დაჯარიმდა კიდეც. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაციამ კვლავ განაგრძო საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა, რის გამოც გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტი დაილუქა“ – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით…

მეტი...

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 29 წელი გავიდა

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, მის მრჩეველ, ვლადიმერ იმნაძესთან და მოადგილე, ჯანდრი უბირიასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. შეგახსენებთ, რომ სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში,1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის, ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილო- კავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისგან შექმნილ’’ბაგრამიანის ბატალიონს’’, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. უთანასწორო ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის…

მეტი...