ვაშლიჯვარში ხანძარია

ამ წუთებში, ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის. ახალაშენებულ მაღალსართულიამ თეთრ კორპუსთან თეთრი დაკვამლიანებაა.    

მეტი...

„ჩემი მეუღლე აიცრა სინოფარმის ვაქცინით, ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„რატომ ფაიზერი – ჩემი მეუღლე აიცრა სინოფარმის ვაქცინით, ახლა გვინდა, ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადა, სადაც მან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას, ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან.   “ოჯახის ყველა  წევრი აცრილი მყავს. ჩემი მეუღლე მანამდე აიცრა. ასე, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვეუბნები – აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყოველგვარი ჭორები და ის ტყუილები, რაც ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, არის უსაფუძვლო სიცრუე და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი…

მეტი...

შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს, გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ

„ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება; შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ჩაკეტვით პანდემია ვერ დამარცხდება. „კიდევ ერთხელ, მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩაკეტვებით ჩვენ ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ, ჩვენ შეიძლება დროებით პროცესი გავწელოთ, მაგრამ ჩვენ პანდემიის დამარცხება შეგვიძლია, მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინით და აცრებით.  მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ მაგალითად ცესკოს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატარებთ ვაქცინაციას, აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს, ასევე გვსურს, რომ კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ზოგადად, ვინც…

მეტი...

„მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„დღეს მე ჩავიტარე აცრა, ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ მე გადავიტანე კოვიდი, საკმაოდ იოლ ფორმებში, მაგრამ ამის მიუხედავად, მე სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რათა კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც“ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა.   მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას თხოვნით, რომ ყველამ ჩაიტაროს აცრა.  „ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი. ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ…

მეტი...

მეტყევეები სოფელ რუხში აიცრებიან

საჯარო სექტორი ვაქცინაციას ორგანიზებულად აგრძელებს. ამჯერად, 9 აგვისტოს, 13:00 საათზე, სოფელ რუხის აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაივლიან. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სატყეო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის ადგილი იქნება ზუგდიდში, სოფელი რუხი.

მეტი...

პარტიებმა საარჩევნო ნომრები მიიღეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკოში  პოლიტიკურ სუბიექტებს რიგითი ნომრები განესაზღვრათ. 2 ოქტომბრის არჩევნებზე პოლიტიკური სუბიექტები შემდეგი რიგითობით მიიღებენ მონაწილეობას: #1- “მესამე ძალა” #2 – “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” #3 – “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” #4 – “მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის” #5 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” #6 – “ევროპელი დემოკრატები” #7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ #8 – „დავით თარხან მოურავი – ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანი“ #9 – „ ლელო“ #10 – “შალვა ნათელაშვილი – ლეობორისტული პარტია” #11 – „რესპუბლიკელები“ #12 – „კანონი და სამართალი“ #13- “საქართველო” #14-…

მეტი...

ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ორმა არასამთავრობომ დატოვა – კომისიის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს სპიკერი ნათია იოსელიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობისა” და „სამართლიანი არჩევნების” მხრიდან ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც სპიკერი განმარტავს, კარგი იქნებოდა, ისინიც ყოფილიყვნენ პროცესში ჩართული. „მოწვეული გვყავდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არჩევნების დაკვირვების გამოცდილება 3-ჯერ მაინც ჰქონდათ. ასევე, მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ომბუდსმენიდან ერთი წარმომადგენელი. სამუშაო შეხვედრა შედგა, ჯამში იყო 15 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და ასევე, 2 საერთაშორისო. ამ სამუშაო შეხვედრაზე მათ ჰქონდათ თავიანთ მოსაზრებები და შეხედულებები. 6 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მივიღეთ დადგენილება და შევიტანეთ დადგენილებაში ცვლილება მათივე რეკომენდაციების შესაბამისად, ეს ეხებოდა საკოორდინაციო საბჭოს წევრების არჩევის საკითხს.…

მეტი...

გიორგი გახარიას საარჩევნო ნომერი 25 იქნება

პარტიამ “საქართველოსთვის” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა და მისი საარჩევნო სახელწოდება იქნება – გახარია – საქართველოსთვის. პარტიამ ასევე, მონაწილეობა მიიღო წილისყრის პროცედურაში და მას საარჩევნო რიგითი ნომერი – 25 მიენიჭა.  შესაბამისად, 2021 წლის თვითმმართველობის საარჩევნო ბიულეტენში პარტია შემდეგი სახით იქნება წარმოდგენილი –  #25 გახარია – საქართველოსთვის.

მეტი...

კორონვირუსით მედდა გარდაიცვალა

კორონავირუსმა კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი იმსხვერპლა. 46 წლის თამუნა იმედაშვილი  გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გარდაიცვალა. ის  კლინიკაში მედდად მუშაობდა და პანდემიის დაწყებიდან კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდა. გარდაცვლილი ქალბატონი ვირუსით დაინფიცირდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მას სხვა დაავადებებიც ჰქონდა, რომელიც ვირუსმა გაართულა.

მეტი...

ვირუსით 30 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 084 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარა – 595, იმერეთი – 415, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 155, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 210, კახეთი – 262, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

მეტი...

კორონავირუსით 3 376 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 969 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 344  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 376   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.96% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  447 913-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.96%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.62% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.64%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 376 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 400 616-მდე.

მეტი...

მეწყერი და მდინარეების ადიდება – სინოპტიკოსების პროგნოზი

ორი დღის განმავლობაში, სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ელოდებიან.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აგვისტოს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი; შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

გახდება თუ არა 2 წლის ასაკიდან ნიღბის ტარება სავალდებულო?!

​კორონავირუსის „დელტა“ შტამმა, შესაძლოა, „დღის წესრიგი“ საქართველოშიც შეცვალოს. როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, მსოფლიოს ქვეყნები ახალ, უფრო მკაცრ რეგულაციებზე გადავიდნენ.   „დელტა ვარიანტმა სრულიად შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება ბავშვებში ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რო 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ნიღბის ტარება რთულია და ტექნიკურად ვერ ახერხებენ, რომ რისკები არსებობს, თუმცა, დელტა შტამიდან გამომდინარე, 2 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს გადაწყვეტილებას ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით. ასევე, ბევრი ქვეყანა მიმართავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ ის სტუდენტები…

მეტი...

“შეიძლება, თვის განმავლობაში 1000-მდე ბავშვი იყოს, რომელსაც სტაციონარი დასჭირდება” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავართან”

„ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში მატულობს და ამის უკან რა თქმა უნდა, დგას ინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობის მატებაც. ამის უკან კი დგას უფრო მეტი მიმართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში“ – აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“. როგორც პროფესორი განმარტავს, სტაციონარებზე დატვირთვა სამედიცინო სექტორის გადატვირთვას ნიშნავს, რაც პრობლემური შეიძლება გახდეს.   „კორონავირუსის დელტა ვარიანტი გულისხმობს მის უფრო მეტად გავრცელებას ახალგაზრდებსა და ბავშვებში. კორონავირუსის დელტა ვარიანტის შემთხვევაში, მაქსიმუმ 3%-ია იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდებათ. ეს არ არის დიდი მაჩვენებელი. თუ დავთვლით პროცენტულ განაწილებას, 4800…

მეტი...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი იყო  სოფელ სამებასთან და მიწისძვრა 06:59 საათზე მოხდა. სიმძლავრემ კი 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდეს შეადგენდა.

მეტი...

კანცელარიის შენობიდან სახელმწიფო დროშა დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით,  დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.  სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და  საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

მეტი...