ორდღიანი ძებნის შემდეგ მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

2 დღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია. საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი, ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო “ექოლოტი”.

მეტი...

რატომ არ ეყო შინდისის გმირების მემორიალს მილიონ ლარზე მეტი

რატომ არ ეყო შინდისის გმირების მემორიალს მილიონ ლარზე მეტი – გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. როგორც ცნობილია, მემორიალისთვის თანხა მიიღო ფონდმა, რომელიც მშენებლობაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა ორგანიზაციამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. ფონდმა სახელმწიფოსგან და მოქალაქეებისგან საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, თუმცა ვერ აკონკრეტებს ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზებს, რატომ გაჭიანურდა მემორიალის შექმნა.  “პასუხისმგებლობა მეკისრება ძირითადად, მე, რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი. როცა ამხელა საქმეს ჰკიდებ ხელს, ვერავის ვერაფერს ვერ გადააბრალებ. არის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთობ რთული პროექტია. ვიცოდი, რომ რთული…

მეტი...

“რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, ვაკეთებდი, როდესაც შეუძლებელი გახდა, წამოვედი” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რეგიონებში ოფისების გახსნას და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გახარიამ​ რეგიონული ორგანიზაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში და მხარდამჭერებს შეხვდა. „ისეთ დღეში ვართ, ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, მხარდაჭერა და გაძლიერება სჭირდება. ახლა რასაც ვუყურებთ, თუ დროზე საქმეს ხელი არ მოვკიდეთ და ამ ქვეყნიდან ძლიერი სახელმწიფო არ შევქმენით; 30 წელი ერთ წრეზე დავდივართ. რაღაც შენებას დავიწყებთ, მოვა ახალი – დაანგრევს, რაღაცის შენებას დავიწყებთ, მოვა კიდევ ვიღაცა სხვა – დაანგრევს. არ გამოვა ასე. ასე, უბრალოდ, ჩვენს თავს ვიზიანებთ და ჩვენი ბავშვების მომავალს ვაზიანებთ“, – მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა,…

მეტი...

“ჩვენთვის სასტუმრო საველე ჰოსპიტლის ანალოგია, ამიტომ ვმუშაობთ სასტუმროების მობილიზებაზე” – თამარ გაბუნია

ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სასტუმროების მობილიზებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სასტუმრო არის საველე ჰოსპიტლის ანალოგი. „ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სასტუმროების მობილიზებაზე გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შემცირდა, ამდენად სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. ჩვენთვის მოგეხსენებათ, სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამდენად სასტუმროების მობილიზებაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ამაზე მეტის საჭიროება არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურსის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი და გაუწევს მეთვალყურეობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მეტი...

“აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გასამმაგდეს” – პაატა იმნაძე

“ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, აგვისტოს ბოლოსთვის, შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გასამმაგდეს – ამ მძიმე პროგნოზს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმანაძე ეთანხმება და აცხადებს, რომ თუ ადამიანები არ აიცრებიან, ეს ასეც მოხდება. “როდესაც მძიმე პროგნოზებს პირდაპირ ვამბობ ხოლმე, შემდეგ იწყება ჩემი სიტყვების თამაში. ხანდახან ადამიანებს მძიმე რეალობა უნდა დაანახო. სამწუხაროდ, ეს ასე იქნება, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც აცრილი არ არის, მისი გარდაცვალების რისკი საკმაოდ მაღალია. ამიტომ, გამოსავალი არის, რაც შეიძლება მაქსიმალურად ბევრი ადამიანი აიცრას. ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს. ავიცრათ იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე შევინარჩუნოთ,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

223 კილოგრამი – ლაშა ტალახაძემ ატაცში გამოსვლა მსოფლიო რეკორდით დაასრულა

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძემ ატაცი მსოფლიოს რეკორდიღ დაასრულა. მან 223 კგ ასწია. პირველ ცდაზე ქართველმა ძალოსანმა 208 კგ შეუკვეთა და იოლად დაძლია, მეორეზე – 215 კილოგრამს შეუტია. მისი აწევა ოლიმპიური რეკორდის დამყარებას ნიშნავდა.

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ცესკო-ში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის განაცხადი შეიტანეს. „ოფიციალურად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში, რომელიც არის რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება, უნდა გაგრძელდეს ეს ძალადობა, კორუფცია, სიღარიბე, უსამართლობა თუ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნება“, უზურპატორი ხელისუფლება და დავადგეთ განვითარების გზას. ჩვენ ვერთვებით ძალიან სერიოზულ ბრძოლაში და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა. გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ეს არჩევნები არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. „„ევროპულმა საქართველომ“…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადიგილებისას, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, მოქალაქეებმა კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და თავი შეიკავონ კოცონის დანთებისგან. გლობალური კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, საქართველოში ნალექის რაოდენობა  მნიშვნელოვნად, 20-40 პროცენტითაა შემცირებული. ხანძრების გახშირება კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მძიმე შედეგია. ხანგრძლივი უნალექო პერიოდის გამო, რომელიც საქართველოში მთელი ზამთრის განმავლობაში შენარჩუნდა, ხანძრების რისკი ტყეებში განსაკუთრებით მომატებულია – გამომშრალია ნიადაგი და ბალახეული საფარი, რაც როგორც ხანძრის წარმოშობას,…

მეტი...

უბედური შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე – არის მსხვერპლი

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე. ე.წ ბოთლის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. რაც შეეხება დაშავებულებს ერთი მათგანის ამოყვანა მოხერხდა. დანარჩენი მგზავრების მოძიების სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე,.სამაშველო ჯგუფები მიდიან, რომლებიც სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

მეტი...

“პარლამენტში დარჩენილმა ნაცებმა ნაღდად ივლისის პრემია აიღეს” – ირაკლი ოქრუაშვილი

მორიგი სარკაზმი, პარლამენტში დარჩენილი ოპოზიციის მისამართით. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: „გუშინ პარლამენტის წინ ზოდიაქოს სახინკლეში ისეთი რიგი იყო რომ პარლამენტში დარჩენილმა ნაცებმა ნაღდად ივლისის პრემია აიღეს,“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

დედაქალაქი კვლავ კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია

თბილისი კვლავ კორონავირუსის შემთხვევების ეპიცენტრია – დედაქალაქში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 1924 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის საავადმყოფოებში კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 3056 პირია მოთავსებული, მათგან 553-ის მდგომარეობა მძიმეა. საქართველოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში 4233 შემთხვევა გამოვლინდა, გაიზარდა გარდაცვლილების რაოდენობა – ინფექციას კიდევ 38 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა, თბილისის შემდეგ, აჭარაში გამოავლინეს – ბოლო 24 საათში აჭარაში 591 ინფიცირებული გამოვლინდა, იმერეთი – 518, ქვემო ქართლი – 200, შიდა ქართლი – 185, გურია – 107, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 222, კახეთი – 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი – 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო…

მეტი...

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში აფეთქებით იმუქრებოდა, სამართალდამცავებმა დააკავეს. მედიის ინფორმაციით, დაკავებული 1978 წელს დაბადებული ვლადიმერ პროხნიჩია, რომელიც ყოფილი გამნაღმველია, დონბასის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილეა და ორჯერ იყო დაჭრილი, მათ შორის დაზიანება ჰქონდა თავის არეშიც. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცი საბრძოლო ხელყუმბარით იყო შეიარაღებული.

მეტი...

სტრასბურგში 20 წლის ჩხოროწყუელი გოგო გარდაიცვალა

თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ჩხოროწყუელი ეკა ნარსია ლეიკემიის დიაგნოზით სტრასბურგში თითქმის, წელიწადი მკურნალობდა. იგი ვერაგ სენთან ბრძოლაში გუშინ დამარცხდა. 20 წლის გოგონა ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. „უდიდესი ტრაგედიაა მთელი სოფლისთვის. წელიწადზე მეტია სტრასბურგში არიან მთელი ოჯახით, მაგრამ დამარცხდნენ”, – ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. „ვაი შენს მშობლებს, ერთადერთი ქალიშვილი დაკარგეს გაუსაძლისი ტკივილია ეკა, შენი დაკარგვა“ ,- უსამძიმრებენ სოცქსელში ნარსიების ოჯახს. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.

მეტი...

დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

12 აგვისტოს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წელი შესრულდება. „ძლევაი საკვირველის“ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, რომლისთვისაც მზადება უკვე დაიწყო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დიდგორის ბრძოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეპეტიციები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ ლოკაციას წარმოადგენს გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ოთხი კოლოფი მონაწილეობს – ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, II ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის პირადი შემადგენლობა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები. 12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი…

მეტი...

ლაგოდეხელი მოზარდი, რომელიც 4 დღე დაკარგული იყო, სახლში დაბრუნდა

ლაგოდეხში მცხოვრები 14 წლის მოზარდი,რომელსაც 4 დღე ეძებდნენ, სახლში  დაბრუნდა.გელა ჯიბღაშვილი, სახლიდან წასვლის შემდეგ თბილისში იმყოფებოდა. როგორც მოზარდმა ოჯახის წევრებს განუმარტა, გზა აერია და სახლში დაბრუნებას ამ მიზეზით ვერ ახერხებდა. არასრულწლოვანი გელა ჯიბღაშვილი სოფელ თამარიანში ცხოვრობს. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახმა მიაწოდა, რის შემდეგაც ფაქტზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდის დაკარგვის ეს პირველი შემთხვევა არ არის

მეტი...

კიევში, მთავრობის შენობაში შეჭრილი მამაკაცი ყუმბარის აფეთქებით იმუქრება

კიევში, უკრაინის მთავრობის შენობაში მამაკაცი ყუმბარის აფეთქებით იმუქრება, – ინფორმაციას “უკრაინა -24” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში სპეცრაზმი შევიდა. „ფეისბუქში“ ვრცელდება ვიდეო, სადაც მამაკაცი აცხადებს, რომ ის შენობიდან ცოცხალი არ გამოვა. „მე მაქვს საბრძოლო ყუმბარა, გაიყვანეთ ხალხი”, – აცხადებს მამაკაცი.

მეტი...

გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება. „გარკვეულ უბნებსა და ქუჩებში უკვე დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რადგან მანქანის პარკირების დროს პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად, ამ მოთხოვნის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დაინერგება შემდეგ ქუჩებზე: გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი; სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი; საბურთალოს რაიონში იცით, რომ ზონალური პარკირება ამოქმედდა რამდენიმე ქუჩაზე, რომელსაც ახალი ქუჩები ემატება. ეს არის დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის ბერბუკის,…

მეტი...

“ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა ემსახურება ხალხის კეთილდღეობას” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დაგეგმილი თითოეული რეფორმა, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას,  მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და რაც მთავარია, ქვეყნის გაძლიერებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროა ჩვენს ქვეყანაში, მთავრობაში, რომელიც ორიენტირებულია, ზოგადად, მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე. “დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ იუსტიციის სამინისტროს განვითარების გეგმას, ხედვას. ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია, ჩვენს მოსახლეობას ვუხსნით, თუ რას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენს მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, რა თქმა უნდა,…

მეტი...

ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების აქტივობა გაიზარდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ. ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. „საფრანგეთის ელჩთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გავეცანი. მოქალაქეების აქტივობა საკმაოდ გაზრდილია. ყოველდღიურ რეჟიმში ვამატებთ ბრიგადებს, რათა ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მოვუწოდებთ ყველას, რომ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნონ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.…

მეტი...

“დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ” – პრემიერი

დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ციხეებში არსებული ვითარება იყო 2012 წელს  მმართველი გუნდის გამოწვევა. „ძალიან საინტერესო იდეები აქვს ბატონ რატის პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით. ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი…

მეტი...

საცხოვრებელი ფართები თბილისში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს გადაეცემა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბინები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში – 20 ოჯახს, გლდანში – ათ ოჯახს, სამგორში – სამ ოჯახს, დიდუბეში – სამ ოჯახს, კრწანისის რაიონში – ორ ოჯახს, ხოლო ვაკის რაიონში მცხოვრებ ორ ოჯახს დაუკანონდება. „ძალიან კარგი სოციალური პროგრამა ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წლიდან დავიწყეთ, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს არის იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამა, სადაც მოქალაქეები წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უკვე 2 000-…

მეტი...

“მაჰათმა განდის ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე” – კახა კალაძე

ვარკეთილში მდებარე სკვერში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ძეგლს რომელიც 10 ივლისს დაიდგა სათვალე მოხსნეს: “ძეგლი უკვე დაზიანებულია, მოხსნილია სათვალე… ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი რა უნდა ვთქვა ამაზე.  ძალიან სამწუხაროა, რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება და კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალყურს უფროსები, მინდა ყველას ვთხოვო გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ მოვუფრთხილდეთ ქალაქს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

ცნობილი ენათმეცნიერი მზექალა შანიძე აიცრა

ცნობილი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, 95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. როგორც მზექალა შანიძე ამბობს, კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა და გამოსავალს ახლაც იმუნიზაციაში ხედავს. განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით.

მეტი...

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბაზრის არსებული და მომავალი მონაწილეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი შეცდომაში შეყვანის ფაქტებს. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს უჩენს ბაზრის მონაწილეებს. „საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმისა და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია.თუმცა, საკონსულტაციო პროცესი უნდა წარიმართოს კვალიფიციური პირების მიერ, რათა არ მოხდეს მომხმარებლების…

მეტი...

“სამწუხარო სპეკულაციაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, რადგანაც ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის” – საგარეო უწყება

სამწუხარო სპეკულაციაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, რადგანაც ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თემის კომენტირებისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა. „მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებში მაღალი დონის ვიზიტებზე (პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა) საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს მთელი წლის განმავლობაში, მათ შორის ბუნებრივია ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და მეგობრები არიან. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერი-მინისტრის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში,…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 924 თბილისში გამოვლინდა, 591 აჭარაში, 518 იმერეთში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 45 229 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 934 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36%, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 469 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 760 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  432 903-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3…

მეტი...

ათენის შემოგარენში ძლიერი ხანძრის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა

ათენის ცენტრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში სამ ლოკაციაზე გაჩენილ ხანძარს 500 მეხანძრე აქრობს. ოპერაციაში ჩართულია 18 თვითმფრინავი და 150 სახანძრო მანქანა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰაერის რეკორდულად ძლიერი სიცხეა. ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს შეადგენს. ხანძრის კერებია საბერძნეთის სხვა ნაწილშიც. კერძოდ, მოსახლეობა ევაკუირებულია პელოპონესის რეგიონის სანაპირო რაიონებიდან, ასევე ხანძარია კუნძულებზე ევიასა და კოსზე.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 948-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 233 pირს დაუდასტურდა, 1 934 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, სამ აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, 34 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 934 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 934 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ამასთან, 3 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

მეტი...

პენტაგონის შენობის მიმდებარედ სროლა იყო

აშშ-ში, პენტაგონის შენობის მიმდებარედ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადგურზე სროლის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის უწყების შენობა ბლოკირებულია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ინციდენტი მოხდა პენტაგონის იმ ძირითადი შესასვლელის სიახლოვეს, საიდანაც ყოველდღიურად ათასობით თანამშრომელი გადაადგილდება. „ვადასტურებთ, რომ პენტაგონი ამჟამად ბლოკირებულია, მის სიახლოვეს მომხდარი ინციდენტის გამო“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების დაცვის წარმომადგენელმა, კრის ლეიმანმა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ტერიტორიას მოერიდონ.

მეტი...

ლაშა ტალახაძე მეორე ოლიმპიურ მედალს შეუტევს

ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა ტალახაძე რაფაელ ჩიმიშკიანის, კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის შემდეგ მეოთხე ძალოსანია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა იზეიმა. 2015 წელს აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ ორჭიდის ჯამში 454 კგ. დაძლია და მეორე ადგილს დასჯერდა. მაშინ ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოვჩევი გახდა, თუმცა მოგვიანებით ის დოპინგის მოხმარებაში ამხილეს, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ჩემპიონად ლაშა ტალახაძე აღიარა. 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდით – 473 კგ-ით მოიგო. ირანელი ჰუსეინ რეზაზადეს მიერ დამყარებული რეკორდი ახალგაზრდა ქართველმა 16…

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ…

მეტი...

მეოთხე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ

მეოთხე დღეა, კახეთში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში 14 წლის ბიჭი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. უკვე გამოიკითხნენ ოჯახის წევრები და ყველა ის პირი, ვინც მოზარდი ბოლოს ნახა. ძიების პროცესში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. დაკარგული ბიჭის ახლობლები ამბობენ, რომ ბოლო შეტყობინებით, ბავშვი თბილისში, დიდუბეში შეამჩნიეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთას მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

ყველაზე საშიში ვირუსი, როცა 1 ინფიცირებული 8 ჯანმრთელს ასნებოვნებს   

„დელტა“ ვარიანტს იმდენად არაპროგნოზირებადი ეპიდემიოლოგური სიტუაციიის შექმნა შეუძლია ქვეყანაში, თუ ჩვენ ეს შეზღუდვები არ განვახორციელეთ, შემთხვევების მატებას ვერაფერი გააჩერებს“ – განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მტავართან“. პედიატრი აუცილებელი რეგულაციების საჭიროებაზეც საუბრობს. „შეზღუდვების მოხსნა ავტომატურად გულისხმობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებას. „დელტა“ ვარიანტს სამჯერ უფრო მეტად გადამდებლობა ახასიათებს, ვიდრე ეს ჰქონდა კორონავირუსის ჩინურ ვარიანტს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად საშიში ვირუსი, რაც ბოლო ასწლეულების მანძილზე დაფიქსირებულა კაცობრიობის ისტორიაში. წითელას შემდეგ, ეს ვირუსი განიხილება როგორც მეორე ყველაზე მეტად გადამდები ვირუსი.  1 დასნებოვნებული 8…

მეტი...

რა შემთხვევაში დაწესდება ქვეყანაში ხელახალი შეზღუდვები?! – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

​კორონავირუსის კატასტროფულად მზარდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, მედიკოსები გარკვეული რეგულაციების შემოღების საჭიროებას ხედავენ. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“  იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, კრიტიკული ზღვარი მაშინ იქნება, როცა სამედიცინო სფეროს პაციენტების მართვა გაუჭირდება.   „შეზღუდვების შემოღება მოხდება მაშინ, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა ავა იმ ნიშნულზე, როდესაც გართულდება პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. არ არის მთავარი, რამდენი ადამიანია ინფიცირებული დღის განმავლობაში. უფრო მიშვნელოვანია, რამდენ ადამიანს სჭირდება სტაციონალური სამედიცინო დახმარება. ყველაზე სერიოზულია, თუ არის ინფიცირებულთა რაოდენობა იმდენად ბევრი, რომ მათი საავადმყოფოში მოთავსებისას პრობლემები იქმნება. ეს არის ის კრიტიკული ზღვარი, რომლის…

მეტი...