უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ვაშინგტონში ჩავიდა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ ზელენსკი პირველ სექტემბერს შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

თავდაპირველად აშშ-ისა და უკრაინის ლიდერების მოლაპარაკებები 31 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა ამერიკული მხარის თხოვნით ერთი დღით გადაიდო, რადგან 31 აგვისტოს ავღანეთიდან ევაკუაციის ვადა იწურებოდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტამდე ამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის პენტაგონის ბიუჯეტიდან 60 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა.

ვაშინგტონიდან ვლადიმირ ზელენსკი გაემგზავრება კალიფორნიაში, სადაც IT-ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქვს დაგეგმილი შეხვედრები.

მსგავსი თემები