“გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც მარცხის წინასწარი აღიარებაა” – ირაკლი კობახიძე

ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს. “ეს არის არჩევნების მიმართ შიშის გამოხატულება, ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს წინა წლიდან, 2020 წელსაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამჯერადაც დაიწყო ნინო ლომჯარიამ და შემდეგ გააგრძელა „სირცხვილიადან“ მიშა მშვილდაძემ ეს კამპანია. ნიშანდობლივია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც არის კარს მომდგარი. ეს იკითხებოდა 2020 წელსაც, როცა ეს კამპანია გახსნა სახალხო დამცველმა.…

მეტი...

“მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაგებით ეკიდება დროებით სიძნელეებს, სწორად აფასებს, რას ვაკეთებთ და უპირობოდ გვიჭერს მხარს” – თენგიზ ცერცვაძე

ჩვენი ოპონენტების რეაქცია მხოლოდ ადასტურებს, რომ საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვა უკეთესია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, – ამ სათაურით წერილს აქვეყნებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ მის პოსტს, რომელშიც შედარებული აქვს COVID-ის კლინიკური მართვა საქართველოში და ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, როგორც მოსალოდნელი იყო ადამიანების ერთი ჯგუფის საშინელი ლანძღვა-გინება მოჰყვა. „ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ამ ადამიანების ფუნქცია სწორედ ეს არის და რაც მეტ კარგს გააკეთებ, მით უარესად შემოგიტევენ. მახსენდება, როცა ჩვენ სახელმწიფოს უფასოდ, საჩუქრად (ვიმეორებ საჩუქრად) მოვუპოვეთ ოთხი მილიონი დოლარის ღირებულების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტი…

მეტი...

“სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და ანტისემიტური გამონათქვამები ცალსახად მიუღებელია” – საპატრიარქო დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგებაზე

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ ბექა მინდიაშვილის ქადაგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და, მათ შორის, ანტისემიტური გამონათქვამები. “სოციალურ ქსელში ვრცელდება  დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგების ფრაგმენტი, რომელმაც საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. შევნიშნავთ, რომ ქადაგება არასრული სახითაა გავრცელებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი ნაწილი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი სცილდება ზოგადქრისტიანულ სწავლებას და, ამასთან,  შეიცავს ანტისემიტურ განწყობას. ადრეც გვითქვამს და კვლავ გავიმეორებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი სასულიერო პირის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება და, მათ შორის, ანტისემიტური გამონათქვამები საქართველოს ეკლესიისთვის ცალსახად მიუღებელია. ვწუხვართ აღნიშნულის გამო, თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ ცალკეული ასეთი ფაქტი ჩრდილს  ვერ…

მეტი...

განიხილება თუ არა არჩევნების გადადება – „ცესკოში“ კითხვას პასუხობენ

საკითხის შესახებ განსხვავებული პოზიცია აქვს ცესკოს თავმდჯომარეს, არჩევნები ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება და ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, კენჭისყრის გადადების ან შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს. გიორგი კალანდარაშვილის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის 63 ათას წევს, ვაქცინაციის რეკომენდაციით მიმართავს. კალანდარიშვილი ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც საარჩევნო უბანზე წარმომადგენლობა ეყოლება, კენჭისყრის დღეს, ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად უზრუნველყონ მათი ვაქცინაცია. გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს გუშინდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებაც ისაუბრა. იზოლაციაში მყოფ პირებს, ცხელ ხაზზე, შესაბამისი შეტყობინების დაფიქსირების შემთხვევაში, ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ გადასატანი საარჩევნო სერვისით. ამასთან, ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების ყოველკვირეული ტესტირება დაიწყება, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას…

მეტი...

ვაკეში მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს ორსართულიანი შენობის მშენებლობა. ადგილობრივების განცხადებით, მიწის ჩამოშლა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო ობიექტის ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით კი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასრულებდნენ, კერძოდ, გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა მიმდინარეობდა. მათივე თქმით, აღმოჩნდა, რომ სამანქანე ასფალტის ზედაპირი ნაყარ მიწაზე იყო დაგებული და რამაც მიწის ჩამოშლა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე. კვინიკაძის განცხადებით, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. „ნებართვა გაცემულია…

მეტი...

“ბავშვების აცრის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში 12 წლიდან მოზარდთა ბავშვებში იმუნიზაციის პროცესი დაიწყოს.  თუმცა როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი განმარტავს ამ ეტაპზე საქართველო ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესახებ ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება.  “თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. ბავშვები ყველაზე მეტად არიან გამავრცელებლები.  ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმოს მიხედვით ვიღებთ, იქ მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ბავშვების იმუნიზაციაზე საუბარი, სექტემბრის ბოლოს კი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი. არ გამოვრიცხავ,რომ ჩვენ შიდა განხილვების ფარგლებში ეს საკითხები მიმოვიხილოთ,”- აცხადებს გამყრელიძე. 

მეტი...

ვინ არის 24 წლის ბიჭი, რომელიც ჩხოროწყუში სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა

სისხლიანი გარჩევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ სოფელ ნაფიჩხუში-ხანწკის უბანში მეზობლებს შორის მოხდა. მოკლულია 24 წლის ახალგაზრდა. მეზობლების ინფორმაციით, ამირან მორგოშიას სასიკვდილო ჭრილობები გვიან ღამით მიაყენეს. ასევე დაჭრილია მისი ძმაც, მურთაზ მორგოშია, რომელიც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. ამავე ცნობით,ბრალდებული მოკლულის მეზობელია. მკვლელობამდე კი ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც შემდგომ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. პოლიციამ დაჭრილი უკვე გამოჰკითხა, ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.სამართალდამცველები მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.

მეტი...

“ბოლო კვირაში კოვიდით სიკვდილიანობა პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გულ-სისხლძარღვთა, ინსულტითა და სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევებს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირაში პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გარდაცვალების ისეთ მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე.  “ეს დღეს მარტო საქართველოში არ ხდება. დღევანდელი გლობალური მონაცემებით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე გავიდა. მან გაასწრო სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სიმსივნეები თავიანთი ტვირთით, იგივე ხდება საქართველოშიც,” – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ჩვენი პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსის 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნებოდა” – ამირან გამყრელიძე

გასულ კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, ჩვენი პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსის 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა გვექნებოდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ, ძალიან დაბალი პროცენტით სტაბილიზირდება, ბოლო ოთხი დღეა, აღარ იზრდება, ეს რაღაც დამაიმედებელია. „წინა შაბათს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, იცით, როგორი კრიტიკის ქარცეცხლში გაგვატარეს ამისთვის, ის, რომ არ მიგვეღო, დღეს ჩვენი პროგნოზით უნდა გვქონოდა 7-დან 8 ათასამდე ახალი შემთხვევა ქვეყანაში. დღეს გვაქვს 5 900, ესეც სამშაბათის სინდრომია, კვირას იყო 2 ათასზე…

მეტი...

“საქართველოს 5 მოქალაქე “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანდა და სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ” – სუსი

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეტალებს განმარტავს. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ხუთი მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში და სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ. “გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში – ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან.  ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას. გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი,…

მეტი...

„ეს იარლიყი, რასაც გვაკრავენ, აქ ხეობაში რუსეთს სჭირდება“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციაზე

„დღეს სუსის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობაში ისევ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული 5 ახალგაზრდა, მე ერთი რამე მაშინებს ყველამ ვიცით მე პირადად დასაკარგი არაფერი მაქვს, მაგრამ როგორც საქართველოს, ასევე ხეობის ბედი მადარდებს,“ – ასე ეხმაურება მალხაზ მაჩალიკაშვილი პანკისი ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, მაჩალიკაშვილს დაკავებულების ტერორიზმთან კავშირის არ სჯერა: „მადარდებს იმიტომ, რომ ასე უსაფუძვლოდ აჟღერებენ ფრაზას „ტერორიზმის ხელშეწყობა, სადაც არანაირი მცდელობა არ არის დაფიქსირებული, სადაც იარაღის მაგვარი, თუნდაც ერთი ტყვია არ არის ამოღებული. ყველა მცდელობა არის იმისთვის, რომ რამენაირად ეს მოგვწონს თუ არა დაგვადანაშაულონ ტერორიზმში. იცით ეს რატომ ხდება? გეტყვით, როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს…

მეტი...

“ახლა რასაც ვუყურებ, ჯანდაცვის სექტორი რა ზეწოლის ქვეშ არის” – ამირან გამყრელიძე

ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, -ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვას, ითხოვდნენ თუ არა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მედიკოსები ეპიდვითარების გამო, რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას. როგორც გამყრელიძემ განმარტა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზომების განკაცრების მხრივ უფრო რადიკალურია, თუმცა, საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას დაბალანსებულად იღებს. „ამ თემაზე არა ტელევიზიით, არამედ საკორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ. პოლიტიკოსი არ ვარ, რომ გარეთ იმის შესახებ ვისაუბრო, რაზეც იქ ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ. ახლა რასაც ვუყურებ, ჯანდაცვის სექტორი რა ზეწოლის ქვეშ არის, რა მდგომარეობაში არიან ჩემი კოლეგები სამედიცინო დაწესებულებებში, მათ უზარმაზარი…

მეტი...

“8 022 საწოლიდან, 7 410 დაკავებულია” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ჰოსპიტალური სექტორის 8 022 საწოლიდან, 7 410 დაკავებულია. თამარ გაბუნიას თქმით, ჰოსპიტალური სექტორი დამატებითი საწოლფონდის მობილიზებას ცდილობს.  “ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისთვის 7410 პაციენტი. აქედან 1568 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 376 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. საწოლი მობილიზებულია 8022, ეს არის მაქსიმალური დატვირთვა, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი კიდევ ცდილობს დამატებითი საწოლის მობილიზებას სომატური განყოფილებების პროფილის ცვლილების ხარჯზე,” – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მეტი...

ახალი შეზღუდვები, რომლებიც დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იმსჯელა და გარკვეული შეზღუდვების გადაწყვეტილებაც მიიღო. პირველი გადაწყვეტილება კვების ობიექტებს ეხება. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობის დროები იზღუდება. მათთთვის მუშაობა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. ამასთან, ხვალიდან ყველა სპორტული ღონისძიება მაყურებლის გარეშე გაიმართება. “მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 2 სექტემბერს ბათუმში დაგეგმილი საქართველოს და კოსოვოს ეროვნლი ნაკრების საფეხბურთო მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე, იგივე მოხდება ყველა სხვა  დაშვებულ სპორტულ ღონისძიებებზე”,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. რაც შეეხება არჩევნების ჩატარებას. გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ცესკო-სთან, რათა არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს. ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 924 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან…

მეტი...

“სამგორის საველე ჰოსპიტალი რეზერვად რჩება სათადარიგო სიაში, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება” – თამარ გაბუნია

სამგორის საველე ჰოსპიტალის რეზერვი რჩება სათადარიგო სიაში და რა თქმა უნდა, თუკი საჭირო იქნება, მისი გამოყენებაც მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალები მოეწყობა დიდ ქალაქებშიც, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი. „სამგორის საველე ჰოსპიტალში გარკვეულწილად მობილიზებულია სარეზერვო საწოლები, თუმცა საველე ჰოსპიტლის მობილიზება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მზაობას არ ნიშნავს. ამდენად, ადამიანური რესურსი კონცენტრირებულია იმ პირობებში, სადაც დღეს არის უკეთესად შექმნილი მოვლის შესაძლებლობა. დამატებით ერთი სივრცე გაიხსნა ქავთარაძეზე, რომელიც ინფრასრტრუქტურულად სრულად გამართულია. ამდენად, გარკვეულწილად, სამგორის მოსალოდნელი რეზერვი ჩაანაცვლა…

მეტი...

ქვეყნაში ახალი შეზღუდვები დაწესდა – ხვალიდან კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ

ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები დაწესდა – 25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. გადაწყვეტილება  საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის ადმინისტრაციაში აღინიშნა, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

მეტი...

სემეკ-მა ელექტრომობილების დამტენის ქსელზე მიერთების საფასური გაანახევრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტრომობილების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი პირობები აამოქმედა. კერძოდ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ელექტროენერგიის ქსელთან მიერთების საფასური 50%-ით შემცირდა. „შეღავათიანი პირობები ვრცელდება მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლით სარგებლობა არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია. სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში“, – აცხადებენ კომისიაში.

მეტი...

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინირებული დედებისთვის, ვისაც ჩვილები ჰყავთ – პედიატრის გაფრთხილება

ექიმი, პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილიპედიატრებს მიმართავს. ექიმი სოციალურ ქსელში ერთი-ერთი მოქალაქის შეტყობინებას აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ მეძუძურ ქალს, ვაქცინაციის შემდეგ პედიატრმა ბავშვის ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება ურჩია. „პედიატრებო, როდემდე შეიკავონ თავი? მცდარია, ისევე როგორც ორსულებში ვაქცინაზე უარის თქმა! ვაქცინა რძით არ გადადის ბავშვის ორგანიზმში, ისევე როგორც ვერ გადის ტრანსპლაცენტარულ ბარიერს ორსულებში. ძუძუთი კვების დროს რძით ბავშვს გადაეცემა მხოლოდ მზა ანტისხეულები, რაც ნიშნავს, რომ დედა საკუთარ იმუნიტეტს ბავშვსაც უნაწილებს! ნუ შევაწყვეტინებთ დედებს ბუნებრივ კვებას! ნუ მივცემთ მცდარ რჩევებს! ჯანმრთელობა ყველას!“, – წერს თამარ ჟამურაშვილი.

მეტი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „აბიტურიენტთა საყურადღებოდ! საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს 25 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით აქვთ. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებებს ვეღარ შეიტანენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“დრამატული სიტუაციაა, ღამე ვეღარ ვიძინებ, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები მიდგას თვალწინ” – მარინა ენდელაძე

ეპიდემიოლოგები ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარების ფონზე საზოგადოებას მაღალი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია დრამატულია. მარინა ენდელაძის განცხადებით, ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარში იმყოფება ჟანგბადდამოკიდებულია. “ეს შტამი გამოდგა, როგორც უკვე ვიცით ყველამ, მძიმე. ბევრი არის ახალგაზრდა დამძიმებული და ძალიან საყურადღებოები. სტაციონარში უკვე აღარ გვყავს ჩვენ ის პაციენტები, რაც წინა პერიოდში. თითქმის ყველა ჟანგბადდამოკიდებულია. პაციენტი, რომელიც ჟანგბადდამოკიდებული არ არის არც თავსდება სტაციონარში, თუ რაიმე სხვა გართულების საშიშროება არ არის. აი რა გითხრათ, დრამატული სიტუაციაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ისე გადავიღალეთ და ჩვენი ემოციური სფერო იმდენად დაიძაბა, რომ მე ღამე…

მეტი...

“ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო” – დავით ზალკალიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის უკრაინაში ვიზიტი უაღრესად წარმატებული იყო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანიმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. „ყველა ეს მიმართულება წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს და ძალიან შედეგიანი საუბრები გაიმართა ყველა ამ თემატიკაზე. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, რომელსაც ვიზიარებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით, ფაქტიურად, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს სტრატეგიული…

მეტი...

ისრაელმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან ამოიღო

ისრაელმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი წერს. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ ქვეყნებში გადაიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1-ლი სექტემბრიდან“, – წერს რან გიდორი.

მეტი...

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს

პანკისის ხეობის ორ სოფელში, დუისსა და ქორეთში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს. სოფელ ქორეთში სამი, ხოლო სოფელ დუისში ორი პირია დაკავებული. როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, სახლში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მხოლოდ დაკავებულების მობილური ტელეფონები წაიღეს. წინასწრი ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. სპეცოპერაციის ჩატარებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

მეტი...

დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული

დიღმის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათთან მოთავსებულია 91 პაციენტი, უმეტესობა საშუალო სიმძიმის. ექიმის თქმით, დიღმის საველე ჰოსპიტალი მზად არის მიიღოს იმდენი პაციენტი, რამდენის საჭიროებაც იქნება. „დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალში მოთავსებულია 91 პაციენტი. მათი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. რამოდენიმე პაციენტი არის საყურადღებო და შესაძლებელია დღის განმავლობაში მათი რეფერირება მოხდეს პროფილური სამედიცინო დაწესებულებაში. წუხელ განხორციელდა ერთი პაციენტის გადაყვანა საავადმყოფოში. მას აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. საერთო ჯამში ჰოსპიტალიდან, მათი მდგომარეობის დამძიმების გამო, სულ ხუთი პაციენტის გადაყვანა მოხდა. ამ ეტაპზე ჰოსპიტალს ჟანგბადის ნაკლებობა არ აქვს, ყველა პაციენტს მიეწოდება საჭირო რაოდენობით. “, –…

მეტი...

“დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესახებ წერს. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. „პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა, როგორც არასდროს. ახლოვდება მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადა და დროა, რომ საქართველოს მთავრობამ აჩვენოს თავისი ვალდებულება შეთანხმებებისადმი და კერძოდ, რეფორმების დღის წესრიგისადმი“, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,72 პროცენტს შეადგენს

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,72 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 12,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,93 პროცენტი. დღეს „კოვიდ-19“ 5 924 პირს დაუდასტურდა, 4 777 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 60 კი გარდაიცვალა.

მეტი...

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 1 010 096​ აცრაა ჩატარებული, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 პირი

24 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 010 096​ აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 23 აგვისტოს აიცრა 30 067 პირი. რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი, გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 777 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 23 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 354 შემთხვევა გამოვლინდა, 5 200 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ასევე 60 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 777 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 472 88 ტესტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 10.93%, ბოლო 7 დღის – 10.72%.

მეტი...

საბერძნეთში ქართველი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი პარტნიორი მამაკაცი, ასევე საქართველოს მოქალაქეა

საბერძნეთში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს – ეჭვმიტანილი მისი პარტნიორი მამაკაცია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა. შემთხვევა სალონიკში მოხდა. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიცია მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქალის ყვირილი გაიგეს. გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. ადგილობრივი მედია წერს, რომ გარდაცვლილი საბერძნეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ოჯახის დამხმარედ მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

მეტი...

სპეცოპერაცია პანკისში – სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით 10-მდე პირი დააკავა

შინაგან

სპეცოპერაცია პანკისში – სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს. ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია 10-მე პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განცხადება, სავარაუდოდ რამდენიმე წუთში გაკეთდება. ხეობის მასშტაბით ორ სოფელში ქორეთსა და დუისში სპეცოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. საქმეზე გამოძიება 327- მუხლით მიმდინარეობს. 

მეტი...

“აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ” – ჯანმო

აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერმა სუმია სვამინათანმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანმო იძლევა რეკომენდაციას, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები მაშინვე აიცრან, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემათ. „კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანები იმუნიტეტს იძენენ, თუმცა ეს იმუნური პასუხი განსხვავდება სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში და დამოკიდებულია იმაზე, მსუბუქი ფორმით იყავით დაინფიცირებული თუ მძიმე ფორმით. ბევრი კვლევის შედეგად ვიცით, რომ მსუბუქად, უსიმპტომოდ დაინფიცირების შემთხვევაში, ბევრ ადამიანს ანტისხეულების ძალიან დაბალი დონე შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვიძლევით, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებლობა მოგეცემათ, აიცრათ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ვაქცინა იმუნური სისტემის გამაძლიერებლის როლს…

მეტი...

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავს აღნიშნავს

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30 წლის თავს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ორი დღის წინ დაიწყო და დღეს დასრულდება. კიევში სამხედრო აღლუმი გაიმართება, ჩატარდება ორი კონცერტიც. მუსიკალურ ნაწარმოებს იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი შეასრულებს. საზეიმო ღონისძიებები ცენტრალურ არხებზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მეტი...

“ყირიმის პლატფორმის სამიტზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე” – ირაკლი ღარიბაშვილი

ყირიმის პლატფორმის სამიტზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი წამოვწიე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ყირიმის პლატფორმის სამიტზე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა დავადასტურე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი წამოვწიე. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით შევძლებთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის პროაქტიული ხედვის ჩამოყალიბებას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

კოვიდრეგულაციების გამო 20-მდე დაწესებულება დაილუქა

კოვიდ რეგულაციების დარღვევის 35 ფაქტი ბოლო 3 კვირის განმავლობაში – მონაცემებს შრომის ინსპექცია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების გამო, რომელიც აკრძალულია, დაილუქა 20-მდე დაწესებულება. ამ ფაქტს წინ უძღოდა ობიექტების მიმართ რამდენიმე გაფრთხილება. აქვე შეგახსენებთ ჯარიმის ოდენობასაც – ეს თანხა იურიდიული პირისთვის 10 ათასი ლარი; ფიზიკურისთვის კი 2 000-ია. გამკაცრებული მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

მეტი...