სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

  •  

ავარია სართიჭალაში – ერთმანეთს ტრაილერი და “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.

ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული, რომელიც დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევს.

რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები