ვინ ერთიანდება “მესამე ძალაში” – მათი ნაწილის ვინაობა ცნობილია

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა -“მესამე ძალის” პრეზენტაციაზე იმ ადამიანების ნაწილი წარადგინა, ვინც გაერთიანებაში იქნებიან. კანდიდატები არიან: გრიგოლ ვაშაძე ხათუნა სამნიძე თამარ კეკენაძე რეზო კემულარია ვახტანგ იაშვილი ოთარ ბაღათურია პაატა ჩიქოვანი სერგო ჩიხლაძე თეონა აქუბარდია პაატა მანჯგალაძე ​დავით ცეკვავა თეონა ჭალიძე ნანა ტოხვაძე ცნობისთვის, “მესამე ძალა” სხვადასხვა პარტიას და ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს.

მეტი...

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა” – ჰანს კლუგე

„კოვიდ-19“-ის ვაქცინის მესამე დოზა არა ფუფუნება, არამედ მოწყვლადი პირებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნების გზაა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. „ვაქცინის მესამე დოზა არ არის ფუფუნება, რომელსაც ართმევენ ვინმეს, ვინც ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ეს არის ყველაზე მოწყვლადი პირების უსაფრთხოების შენარჩუნების გზა“, -აღნიშნა კლუგემ. მისივე თქმით, ბუსტერ-დოზებთან მიმართებით სიფრთხილეა საჭირო. „ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ბუსტერ-დოზებთან მიმართებაში, რადგან ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. თუმცა სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ მესამე დოზა მოწყვლადი ადამიანების უსაფრთხოების შენარჩუნებას უწყობს ხელს და ამას აკეთებს სულ უფრო…

მეტი...

კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

თბილისში, ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 6 წლის ბავშვი როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა. ამასთან, როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბავშვს ჰქონდა ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი, განუვითარდა სეპტიკური შოკი. “მას ბინის პირობებში გულყრა განუვითარდა, მოიყვანეს ჩვენთან კლინიკაში. შემოსვლისთანავე მოხდა მისი დაინტუბირება და მმართვით სუნთქვაზე გადაყვანა. ამ ბავშვის თანმხლები დაავადებების საკმაოდ გრძელი სიაა, ეს არის ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ეპილეფსიური სინდრომი და კოვიდინფექციის ფონზე ამ ბავშვს განუვითარდა სეპტიკური შოკი და სამწუხაროდ დასრულდა ლეტალურად,” – განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

მეტი...

“სტალინზე თავდასხმები, რუსეთის ისტორიაზე თავდასხმის ტოლფასია” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მცდელობები სტალინი „მთავარ ბოროტმოქმედად“ წარმოაჩინონ, რუსეთის ისტორიაზე და მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმის ტოლფასია. ეს განცხადება ლავროვმა ვეტერანებთან შეხვედრაზე გააკეთა. „სტალინზე, როგორც მთავარ ბოროტმოქმედზე თავდასხმები, ყველაფრის გაერთიანება, რაც მან გააკეთა ომამამდელ და ომის შემდგომ პერიოდში, ეს ჩვენს წარსულზე, მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე თავდასხმის ნაწილია”, – თქვა ლავროვმა. მისივე თქმით, რუსეთის ისტორიაზე თავდასხმა არა მხოლოდ ისტორიის გადაწერის მცდელობაა, არამედ რუსეთის დასუსტებას ისახავს მიზნად.

მეტი...

არიან თუ არა ვაქცინირებულები რეზისტენტული შტამების გაჩენის რეზერვუარები – ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი

“ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მიგზავნის კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თურმე აცრის პროცესმა შეიძლება, ხელი შეუწყოს რეზისტენტული და უფრო აგრესიული შტამების გამოჩენას და მთხოვენ იქნებ განმარტება გავაკეთო. ეს არაა მარტივად აღსაქმელი საკითი, მაგრამ რადგან მოდაშია რთული და შეუჯერებელი თემების საჯარო განხილვები და ხალხის დაზაფვრა, მეც ლაკონურად გავკადნიერდები”,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. “ვაქცინები ითვლება ყველაზე ეფექტურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის საშუალებებად ინფექციებთან ბრძოლაში. ეს ისტორიულად დამტკიცებულია და ამაზე არ ვდაობთ. ამავე დროს რასაკვირველია მეცნიერული, მეცნიერული, მეცნიერული შფოთი არსებობს მსოფლიოში ვაქცინების დაბალი განაწილების და გამოყენების მაჩვენებლებს, ამავე დროს მაღალი გავრცელების არეებში ახალი…

მეტი...

“დაველოდებით ჯანმოს რეკომენდაციებს” – თამარ გაბუნია 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე

“12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიდის მსჯელობა. ზოგიერთ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით უკვე დაიწყო’, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „16-დან 18 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია არის საკმაოდ აქტიური. დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია ზუსტი ციფრი მოგაწოდოთ. 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიდის მსჯელობა. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით ტარდება. ბრიტანეთის მხრიდან კი გაჟღერდა რეკომენდაციები, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას მხოლოდ მაშინ…

მეტი...

“ეპიდვითარების სტაბილიზაციის ნიშნები არის, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ, მაგრამ ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა” – თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პიკი უკვე დადგა და ახლა მთავარია, რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპმი. გაბუნიას თქმით, ეს კი დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის პროცესში აქტიურობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება ვირუსის გადაცემის ჯაჭვი. „როგორც ეპიდემიური მაჩვენებლები მიუთთებს, პიკი გარკვეულწილად უკვე დადგა, უნდა ვიყოთ ახლა დაღმასვლის პერიოდში, მაგრამ აქ მთავარია, თუ რამდენად სწრაფი იქნება დაღმასვლის ტემპი. ეს კვირა გვაჩვენებს, პლატო შენარჩუნდება, თუ გვექნება შემცირების გარკვეული ტენდენციები. ეს დამოკიდებულია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობაზე, ვაქცინაციის აქტივობასა და იმაზე, თუ სად გაწყდება გადაცემის ჯაჭვი“,…

მეტი...

საქართველოში რუსი ქილერების ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციად აფასებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში რუსი ქილერების ჩამოსვლის შესახებ. საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას ემსახურება. რაც შეეხება კირილ კირკოვს, გიორგი საბედაშვილის თქმით, ის ბოლოს ქვეყანაში 2019 წელს იმყოფებოდა. “ცალსახად  ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოში არ იმყოფება კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე პირი და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს”, ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოში არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ,” – განაცხადა გიორგი…

მეტი...

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაციის სტატუსი იქნება ორი წინაპირობა” – თამარ გაბუნია სწავლის პროცესის განახლებაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, სწავლის პროცესის სასკოლო ოთახებში განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, თუმცა ამისთვის საჭიროა ეპიდსიტუაციის გათვალისწინება, როგორც თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და შესაბამისად, საკლასო ოთახებში სწავლის გასაგრძელებლად ეპიდვითარებასთან ერთად, გასათვალისწინებელია ვაქცინირებული პედაგოგების რაოდენობა. „სასკოლო გარემოში სწავლის განახლება, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასურველი მოდელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ამ მიდგომას მხარს უჭერს. ყველაზე ბოლოს რაც უნდა შეჩერდეს და რასაც უნდა შეეხოს კოვიდრეგულაცია, არის სწავლა სასკოლო გარემოში. ასე იყო პანდემიის პირველივე დღეებიდან. ჩვენი დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პირობები,…

მეტი...

რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა

2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29 362-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა. სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტ სტუდენტზე გადანაწილდა, ხოლო სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიმართონ.

მეტი...

შეკვეთილში 22 წლის ახალგაზრდას ზღვიდან სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

ტრაგიკული შემთხვევა შეკვეთილში. 22 წლის ლადო გოგუას, რომელიც შეკვეთილში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას რამდენიმე პირთან ერთად სკუტერი სპეციალური ელექტრომოწყობილობით ზღვიდან ამოჰყავდა, რა დროსაც წყალში მყოფ ახალგაზრდას დენმა დაარტყა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

მეტი...

“სასწრაფოდ გაუქმდეს საქალაქო ტრანსპორტზე მოძრაობის აკრძალვა” – შალვა ნათელაშვილი

“რეჟიმის მიერ, პანდემიის გამოყენება ძალაუფლების შესანარჩუნებლად გადაიზარდა სრულმასშტაბიან კოვიდგენოციდში” – საგანგებო განცხადება “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა და საკოორდინაციო საბჭოს მოუწოდა, გააუქმოს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა. როგორც ნათელაშვილი ამბობს, ტაქსებსა და “პატარა ავტომობილებში გაცილებით დიდია დაინფიცირების რისკი, ვიდრე ავტობუსებსა და მეტროში. გარდა ამისა, შალვა ნათელაშვილის თქმით, უტრანსპორტობის გამო, მოსახლეობას ვაქცინაციის პუნქტებამდე მისვლა უჭირთ.  შალვა ნათელაშვილი კომპანიებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, გახდნენ თანამოსარჩლეები იმ სარჩელისა, რომელითაც “ლეიბორისტებმა” საქალაქო სასამართლოს მიმართეს და მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის გაუქმება მოითხოვეს.

მეტი...

“გამოაქვეყნონ ზუსტი ინფორმაცია, ვინ სად მკურნალობს, ვის აქვს სიცხე” – გოგო წულაია პატიმრების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციიის გამოქვეყნებას ითხოვს

პარტია “ახალი ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი ციხეებში არსებულ ეპიდვითარებას ეხმიანება. გოგი წულაიამ განცხადება ქუთაისის ციხესთან გააკეთა. წულაია ამნისტიის გამოცხადებას ითხოვს, რათა მსუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრები გათავისუფლდნენ და ციხეებში მდგომარეობა შემსუბუქდეს. “ყველა მშობელს მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, ვინ სად არის, ვინ სად მკურნალობს, ვის აქვს სიცხე, ვინ არის მძიმე მდგომარეობაში და ვინ არა, ვინ სადაა გადაყვანილი და გამოაქვეყნონ ზუსტი ინფორმაცია. მეორე რიგში, დაიწყონ უდოს (ვადამდელი გათავისუფლების) შეხება ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ეხება და ვისზეც ალბათობა დიდია, რომ ციხის დატოვების შემდეგ არ ჩაიდენს განმეორებით დანაშაულს,”- განაცხადა გოგი წულაიამ. 

მეტი...

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეუფერხებლად გაგრძელდეს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს ბავშთა ფონდი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და საჭირო ზომების მიღებით შექმნან უსაფრთხო გარემო. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვასა და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამას გარდა,  უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის „კოვიდ-19“-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ, ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის,…

მეტი...

“აშშ-ის მიერ ქაბულში დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ოჯახის 9 წევრი დაიღუპა”- CNN

აშშ-ის მიერ ქაბულში დრონით განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ოჯახის ცხრა წევრი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის 6 ბავშვია. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედროებმა გუშინ თავდაცვითი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რომლის სამიზნე ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ თვითთმკვლელი ტერორისტის ავტომობილი იყო, რომელიც ქაბულის აეროპორტს საფრთხეს უქმნიდა. ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ავტომობილში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება იყო, რის გამოც თავდასხმას ძლიერი აფეთქებები და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

მეტი...

“ხატია დეკანოიძის შვილმა პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა” – ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია “ნაციონალური მოძრაობიდან“ დიდი თანხის დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ პარტიის კუთვნილი თანხები ხატია დეკანოიძის შვილმა მოიპარა. “დიდი არეულობაა ნაციონალურ მოძრაობაში. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციის თანახმად, ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკების საქმეზე, პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა.” – წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია. მისივე ინფორმაციით, “ახლა ნაცმძრაობის ლიდერები დეკანოიძეს, ხოლო დეკანოიძე თავის შვილს კატეგორიულად სთხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, რაც თავადაც ხვდებით, როგორი საქმეა ახლა ნაცებისთვის და განსაკუთრებით მელიასთვის ყველა კაპიკს აქვს მნიშვნელობა, რადგან სააკაშვილმა მას ფინანსური წყაროები გადაუკეტა, ამიტომ…

მეტი...

“დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით” – ირაკლი ღარიბაშვილი

დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში – ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი რესურსით აღადგენს ვენახს თუ ხეხილის ბაღს. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში, 5 000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა და დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახე, ხეხილის ბაღები. ჩემი დავალებით, ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი იყო ადგილზე ჩასული, ასევე რეგიონების ხელმძღვანელი ბატონი ლერი, გუბერნატორებთან ერთად შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს ჩვენს მოსახლეობას, მოუგვარეს პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ…

მეტი...

“ეპიდსიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება” – პრემიერი

ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, ბოლო დღეების განმავლობაში შედარებით დასტაბილურდა და თითქოს დამშვიდებისკენ მიდის პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა, არ უნდა მოვეშვათ და ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის აქტიურობისკენ მოუწოდა. „რა თქმა უნდა, მთელი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად, მობილიზებულად მუშაობს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც გმირულად ემსახურება ჩვენს მოსახლეობას. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ჩვენ არც ერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ. ამ სიტუაციაში მთავარი …

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 329-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 915 პირს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი. გუშინ, 29 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 2 669 შემთხვევა გამოვლინდა, 6 177 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 76 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 78 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 411 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 305, „პისიარ“ ტესტით – 9 106. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 8,94 %, ბოლო 14 დღის –  10,44 %, ბოლო შვიდი დღის – 10,04 %. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 545 033 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  488 661 გამოჯანმრთელდა 7 329 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 1 164 402 ადამიანი, დღიურად აცრილია 17 670. კარანტინის რეჟიმშია 103, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 660 ადამიანი გადის,…

მეტი...

რომელი ვაქცინით არის რეკომენდებული ორსულების აცრა – ამირან გამყრელიძის განმარტება

“ამ დროისთვის ორსულებისთვის რეკომენდებულია და დაშვებულია Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები. რადგან AstraZeneca ჩვენთან დაშვებულია 45 წლის ზემოთ, ამიტომ ეს ორსულებისთვის ნაკლებად მისაღებია’,- ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. „ჩვენთან ადგმინისიტრირებადი ვაქცინებიდან, ორსულები უნდა აიცრან Pfizer-ით, რომლის მარაგიც ქვეყანაში საკმარისია და რეკომენდებულია, რომ ყველა ორსული აიცრას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

„მა რა, სახლში უნდა წაეღო, აბა ხინჩეგაანთ ლადოს ხო არ დაუტოვებდა“ – ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერზე

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის მერმა კოტე თავაზარაშვილმა ქალაქისთვის განკუთვნილი ფილები სახლში წაიღო. პოლიტიკოსები კოტე თავზარაშვილს სოციალურ ქსელში პასუხობენ: „მა რა, სახლში უნდა წაეღო, აბა ხინჩეგაანთ ლადოს ხო არ დაუტოვებდა. ფილაა, მატყლის ლეიბი კი არა საჭიდაოდ რო გამოდგეს,“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

მეტი...

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში 1-ელ სექტემბერს გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმერ ზელენსკის ოთხშაბათს თეთრ სახლში შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. “ეს ვიზიტი დაადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის ფონზე”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს და თეთრი სახლის მხარდაჭერას კორუფციის დაძლევასა და რეფორმის დღის წესრიგის განსახორციელებაში პრეზიდენტ ზელენსკის ძალისხმევის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე ორი დღით გვიან იმართება, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ ჯო ბაიდენი დაკავებულია აშშ-ში ქარიშხალ „იდას“ შედეგების გამკლავებისა და ავღანეთიდან აშშ -ის ძალების…

მეტი...

„ბახმაროში წამოკოტრიალებამდე მათი კოვიდ- გენოციდური პოლიტიკის შედეგად დაღუპულ თუნდაც ერთი ადამიანის ოჯახს მაინც თუ მიუსამძიმრა?“ – შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტზე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ბახმაროში ისვენებს: “ბახმაროს თავზე ! ბებიაჩემი აგრაფინას მრავალჯერ ნაქები ბახმარო, პირველად ამოვედი“ – ამ წარწერით სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა. „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვლი, ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს: „ბახმაროში წამოკოტრიალებამდე მათი კოვიდ-გენოციდური პოლიტიკის შედეგად დაღუპულ თუნდაც ერთი ადამიანის ოჯახს მაინც თუ მიუსამძიმრა? მეტი არაა ჩემი მტერი,“ – წერს ნათელაშვილი.

მეტი...

„თალიბანი“ ყველა ავღანელის და უცხოელის ქვეყნიდან გასვლას დათანხმდა

ავღანური რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“ ყველა ავღანელის და უცხოელის ქვეყნიდან გასვლას დათანხმდა. მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავღანეთში დარჩენილ ყველა ადამიანს, ვისაც მოგზაურობის ნებართვა ექნება, თალიბები დაუბრკოლებლად გაუშვებენ. ავღანეთის მოქალაქეებს და უცხოელებს გამგზავრება აშშ-ის გარდა შეეძლებათ ავსტრალიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში. მოკავშირეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თალიბანმა“ გამგზავრების პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობა დადო. აშშ-ის მთავრობაში აცხადებენ, რომ ავღანეთში აშშ-ის 300-მდე მოქალაქეა დარჩენილი, რომელსაც ქვეყნიდან გამგზავრება სურთ. ავღანეთის საკითხის განსახილველად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოებში ვიზიტი დაიწყო.

მეტი...

ბელიაშვილის „ქეიფ თაუნ“ ქუჩის რიგითი რესტორნის დონის მომღერალი – თამარ ივერი იურმალას ქართველ მონაწილეზე

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში კონკურს „ახალი ტალღის“ ქართველ კონკურსანტის გამოსვლას ეხმაურება. სოპრანო სვამს კითხვას: მაშინ როცა ქვეყანაში ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რატომ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, მისი თქმით, რიგითი რესტორნის დონის, ნიჭთან, ემოციებთან, ინტონაციასთან და ტემბრის მრავალწახნაგოვან ჟღერადობასთან მწყრალად მყოფმა მომღერლმა. „რა ხდება? ამდენი უნიჭიერესი ახალგაზრდა ჰყავს ქვეყანას და „იურმალას“ კალიბრის კონკურსზე ძვრება ბელიაშვილის „ქეიფ თაუნ“ ქუჩის რიგითი რესტორნის დონის, ნიჭთან, ემოციებთან, ინტონაციასთან და ტემბრის მრავალწახნაგოვან ჟღერადობასთან მწყრალად მყოფი მომღერალი. ყველაფერი პირად „გაჩალიჩებაზეა“? რაღაც შიდა შესარჩევი კონკურსი არ უნდა არსებობდეს როცა ქვეყანას ვიღაც წარმოადგენს? მაშინ რაღა აზრი აქვს პროფესიონალიზმის ხვეწას??? კითხვის ნიშანი უამრავია!!!…

მეტი...