ხვალიდან ეკლესია-მონასტრები ახალ რეგულაციებზე გადადიან

14 აგვისტოდან, ეკლესია-მონასტრებს კურთხევა ეძლევათ, უზრუნველყონ, რომ სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ. ახალ წესებთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N79-ე ბრძანება გამოსცა. “ამა წლის 14 აგვისტოდან, სამი კვირის განმავლობაში, პანდემიის პრობლემიდან გამომდინარე, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ (როგორც ადრე), რომ ტაძრებში დაცულ იქნეს დისტანცია, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე, ხოლო სიტკბოების მიღებისთვის გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი ჭიქები”, – ვკითხულობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ბრძანებაში.

მეტი...

კორპუსის ფუძე საფრთხის შემცველია, მოსახლეობა ევაკუირებულია

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ზაზა ყიფიანის ინფორმაციით, ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ფუძე გასამაგრებელია. როგორც ექსპერტმა ზაზა ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორპუსის კონსტრუქცია მყარია, თუმცა, ფერდი საფრთხის შემცველია. „ის, რაც ვიზუალურად ვნახეთ, კორპუსს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ აქვს და უშუალოდ კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ფუძეს, მთის მხარეს, ის საფრთხის შემცველია და საჭიროებს გამაგრებას. გამაგრებული უნდა იყოს როგორც კორპუსი, ასევე გეოლოგიურად ფერდი“, – აღნიშნა ზაზა ყიფიანმა. შეგახსენებთ, რომ ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ განხორციელდა. ფერდი წუხელ ჩამოიშლა. მშენებელი…

მეტი...

„5 000-ის ნიშნულს რომ როგორმე ჩამოვცდეთ, ეს იქნება უდიდესი მიღწევა“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„ჯანდაცვის ექსპერტის,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის დევი ტაბიძის განცხადებით, დაინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით, მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეები ვართ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.   „ამ რაოდენობით, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველები ვართ. თითოეული დღეს 50 ერთეული გარდაცვალება, ეს არის ძალიან  მაღალი ნიშნული. მნიშვნელოვანია გარდაცვლილი ადამიანების ასაკობრივი ცენზიც. მოიმატა ახალგაზრდების რიცხვმა 35 წლიდან ზევით. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. ძალიან დიდ რაოდენობა მოიცვა, აგრესიულია თავსი ბუნებით და ასეთი სწრაფი მატების შემთხვევაში, რაოდენობა იზრდება და გაიზრდება კიდეც“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   მისივე შეფასებით, 5 000-იან ნიშნულს როგორმე უნდა ჩამოვცდეთ. „რა…

მეტი...

დადგინდა, რომ ფერდის ჩამოშლა არასწორ სამშენებლო პროცესს უკავშირდება

„სპეციალისტებთან ერთად ჩატარებული პირველადი მოკვლევის შედეგად, ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარე ფერდის ჩამოშლა სამშენებლო პროცესის არასწორად და არათანმიმდევრულად მართვამ გამოიწვია“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება,  მშენებელი კომპანია კი 30 000 ლარით დაჯარიმდა. „ლორთქიფანიძის ქ. N10-ის მიმდებარედ გუშინ ფერდი ჩამოიშალა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში – სასტუმროებშია გაყვანილი. დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ…

მეტი...

„გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვითარება ისე მიდის, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობის მატება გვექნება. მისივე შეფასებით, „დელტას“ შტამი გაციების მსგავსია და ასეთი  სიმპტომების შემთხვევაში ტესტირება აუცილებელია. „გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

„მსოფლიოში, აღარავინ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს, აკეთებენ წერტილოვან შეზღუდვებს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი. ეს არის დროებითი გამოსავალი, რასაც შედეგად მოაქვს კიდევ უფრო მეტი უბედურება – ადამიანები შიმშილით იხოცებიან, კარგავენ სამუშაო ადგილს, დეპრესია და ნიჰილიზმი ისადგურებს საზოგადოებაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით, ჩაკეტვა მხოლოდ დროებითი გამოსავალია. „რა ტენდენციაც მიმდინარეობს მსოფლიოში, ამ გლობალური, მასშტაბური ჩაკეტვების წინააღმდეგ მიდის ყველა. არავინ აღარ იყენებს ე.წ ლოქდაუნებს და მკაცრ ჩაკეტვებს. აკეთებენ ლოკალურ, წერტილოვან შეზღუდვებს, რაღაც გარკვეულ რეგულაციებს, რაც ჩვენც მოგვიწევს და დავიწყეთ უკვე გუშინ. მაგრამ ჩაკეტვა არ არის გონივრული და ერთადერთი გამოსავალი.…

მეტი...

„2 მილიარდი ლარის საკრედიტო რესურსია მობილიზებული, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს“ – ლევან დავითაშვილი

„დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალით, 110 წლის წინ იწყება. ეს არის დიდი ისტორიის და დიდი მომავლის მქონე განსაკუთრებული სიმდიდრე – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლაგოდეხში. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ბუნება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობებს. „სახელმწიფო უნდა იყოს მხარდამჭერი კერძო ბიზნესის განვითარების. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა არის თანადაფინანსებები, ფინანსურ რესურსებზე წვდომა, თქვენთვის იაფი ფულის გაჩენა იმისთვის, რომ თქვენი წამოწყებები იყოს უფრო მეტად წარმატებული. 2012 წელს, მთლიანად სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო სექტორის დაკრედიტების ოდენობა იყო 50 მლნ წელიწადში, მაშინ როდესაც, ბოლო წლების განმავლობაში, პორტფელმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2…

მეტი...

ვირუსმა  პოზიცია შეიცვალა, გარდაცვლილთა ასაკობრივი ნიშნული ახალგაზრდავდება

„ვირუსმა შეიცვალა პოზიცია და დიდებიდან გადადის ბავშვებზე“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ გააკეთა. მისი თქმით,  გაზრდილია 35 წლის ზევით ასაკის ადამიანთა გარდაცვალების მაჩვენებელიც. „გარდაცვლილ ადამიანთა ასაკობრივ ნიშნულში ახალგაზრდა, 35-დან 55-60 წლამდე და უფრო მცირე ასაკის ჯგუფებმა მოიმატა. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება, დიდ რაოდენობას მოიცავს, აგრესიულია თავისი ბუნებით და ასეთი სწრაფი გავრცელებით რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ უახლოესი 1 თვის განმავლობაში სერიოზულ კლებას მივიღებთ, პირიქით, ცუდი პროგნოზია“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მეტი...

„სიტუაცია კატასტროფულია, სისტემა ჩავარდება კოლაფსში“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„დღევანდელი სიტუაცია პრაქტიკულად კატასტროფა. ყოველდღიური ინფიცირების ნიშნული 5000-ს აჭარბებს. ეს ციფრი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით“ – აღნიშნული განცხადება  ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. როგორც პროფესორმა აღნიშნა, შემთხვევების მატების კუთხით, მსოფლიოში ერთ-ერღი პირველები ვართ. „ხალხმა ყურადღება მოადუნა. ხელისუფლებისგან არასწორი მესიჯი მიიღეს  შეზღუდვები რომ მოიხსნა. ეს არ უნდა ყოფილიყო იმის ნიშანი, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსი დასრულებულია. თუ ასე გაგრძელდა, 2-3 კვირის განმავლობაში, ჯანდაცვის სისტემა ჩავარდება კოლაფსში. საბოლოო ჯამში, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენს თანამოქალაქეებს, ნათესავებს, ახლობლებს დავკარგავთ. ყოველდღიურად 50 გარდაცვალება ძალიან ბევრია“, –…

მეტი...

ვირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე. ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა – 813, იმერეთი – 698, ქვემო ქართლი – 270, შიდა ქართლი – 307, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 335, კახეთი – 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი – 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35.

მეტი...

კორონავირუსით 5 359 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 937 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 5 359  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 726   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  10.52% ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  471 685-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.74%.

მეტი...

„კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ  უფასოდ აიცრან. თუ მოსახლეობა ამ შესაძლებლობას არ იყენებს, კეთილი ინებონ და თავიანთი ხარჯებით დაიტესტონ. „თუ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“ – აცხადებს გამყრელიძე. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივაა, გარკვეულ დაწესებულებებში, აუცრელებისთვის შეზღუდვები დაწესდეს. აღნიშნული რეკომენდაციით, ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა. „24- საათიანი და 72- საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ…

მეტი...

უსაფრთხოების მიზნით, ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება

ლორთქიფანიძის ქ. N10-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება. აღნიშნული კორპუსი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. ადგილობრივ მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. მათ მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებს. როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ვიდრე სპეციალისტების დასკვნა მომზადდება, მთავარი ამოცანა მოსახლეობის უსაფრთხოებაა. „პირველი ამოცანაა, მოსახლეობა იყოს უსაფრთხოდ, რეალური საფრთხე არსებობს თუ არა,  ამის მიუხედავად. გარკვეული რისკები არსებობს. ამიტომ, 1%-იც რომ იყოს რისკი, ვერავის დავტოვებ იმ 1% რისკის ქვეშ. სასწრაფოდ არის ეს ყველაფერი დასაორგანიზებელი და ამ პროცესში ვართ. მთელი ღამე აქ ვიქნებით, არსად არ მივდივართ. პირველადი…

მეტი...