მეტეხის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, გვირაბში 11 აგვისტოს 21:00 საათიდან 12 აგვისტოს 06:00 საათამდე, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.  აღნიშნულ ტერიტორიაზე დასუფთავების აქციაც ჩატარდება, რომლის ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი ძველ და ექსპლუატაციიდან გამოსულ სანათებს შეცვლიან. ასევე, დაიხაზება გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები. ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იქნება მობილიზებული.

მეტი...

13 წელი შინდისის ბრძოლიდან

დღეს, შინდისის ბრძოლიდან 13 წლის თავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის მრავალრიცხოვან მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა, ქართველ სამხედროებსა და რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებს შორის, რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული ნიქოზიდან გორისკენ გადაადგილდებოდა, შინდისში მატარებლის ლიანდაგს მიუყვებოდა. ქართველმა მებრძოლებმა, საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ ტანკზე ქართული…

მეტი...

„აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის“ – ილია მეორე

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ მისი ან სხვა სასულიერო პირების აცრა არ შეიძლება სხვებისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდეს. „კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის. ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. მიგვაჩნია რომ, მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში. ვაქცინაცია უნდა…

მეტი...

„ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება“ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცრის სავალდებულოობას არ ეთანხმება. „ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია. ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

„ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები,  აცრილი მოქალაქე არ კვდება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ჩაკეტვა-დაკეტვები არ ამართლებს და ეს მეთოდი ქვეყანამ უკვე გამოსცადა. „ყველამ გამოსცადა ყველანაირი მეთოდი, ჩაკეტვები, დაკეტვები, მაგრამ ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აცრა ერთადერთი გამოსავალია, აცრილი მოქალაქე არ კვდება, ეს უნდა გავითავისოთ და ყველა უნდა ავიცრათ. ვუსმენთ მეცნიერებს და შემდეგნაირი სურათია გამოკვეთილი, რომ ჩვენ გვინდა – არ გვინდა, ეს ზედმეტი სიჯიუტეც არაფერს არ გვარგებს. ყველა  უნდა ავიცრათ, მეგობრებო. ისე მიდის საქმე და ზოგადად ვუსმენთ რა ჩვენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ექიმებს და მეცნიერებს, შესაძლოა აცრა ან ამის განმეორება ადამიანს დასჭირდეს ყოველ წელს, სანამ ბოლომდე არ დაითრგუნება ეს ვირუსი“ –…

მეტი...

“ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ეს 70 მილიონი არ უნდა წავართვათ” – ირაკლი ღარიბაშვილი

“გუნდში დავაყენე საკითხი, რომ ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონ ჯარიმებს ნუ გამოვართმევთ. გამცეს პასუხი ყველა კრიტიკოსმა, რატომ არ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც 2020 წელს არ იცოდა ეს წესები და რეგულაციები” – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბევრ ადამიანს მოუწია რეგულაციების დარღვევა.   „ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ – 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ“ – ამის შესახებ…

მეტი...

“გახარიას პარტია ცდილობდა “ქართული ოცნების” ხმებზე პარაზიტობას, 3-4% აქვს წაღებული, ვიმუშავებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლები დავიბრუნოთ უკან” – შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ყოფილი თანაგუნდელის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმურობის პრობლემა თვითმმართველობის არჩევნებში 50%-ის მიღების შემთხვევაშიც კი შეექმნება. შალვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გახარია იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ვერ შეძლო “ქართული ოცნებისთვის” ხმების წართმევა. “ეს, რა თქმა უნდა, არ არის სერიოზული, ეს არის იმედგაცრუება გიორგი გახარიას მხრიდან, ვინაიდან ამ კვლევამაც დაადასტურა ჩვენი ანალიზი, რომ 3-4% აქვს წაღებული გახარიას პარტიას “ქართული ოცნებიდან”. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, რომ ჩვენი ამომრჩევლები დავიბრუნოთ უკან. ეს იმედგაცრუება ამ პარტიას ერთის მხრივ გააჩნია იქიდან, რომ აღარ არსებობს მიშელის…

მეტი...

“გაუმჯობესების ერთადერთი წყარო გახლავთ რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ რეგულაციების შესრულებას აღსრულება არ უნდა სჭირდებოდეს. მისი თქმით, პანდემიის შესუსტების და მდგომარეობის გაუმჯობესების გზა რეგულაციების დაცვასა და ვაქცინაციაშია. “ჩვენ უნდა შევასრულოთ ეს რეგულაციები და აღსრულება არ უნდა გვჭირდებოდეს ადამიანებს იმისთვის, რომ რეგულაციები შესრულდეს. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების რაოდენობის მატებასთან, მათში მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე როგორც ექიმი, კლინიცისტი და ინფექციონისტი, მოვუწოდებ ყველას, ამ მაჩვენებლების უკუსვლა, გაუმჯობესების ერთადერთი წყარო გახლავთ რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია,“ – ამბობს მარინა ეზუგბაია.

მეტი...

“სოციუმს უფლება აქვს გარიყოს აუცრელი ადამიანები” – ზურაბ გურული

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინაცია სავალდებულო. მისი თქმით, „აუცრელი ადამიანები ტვირთავენ ჯანდაცვის სისტემას, იწვევენ კოლოსალურ დანახარჯებს და პრაქტიკულად მიაქვთ იმ ადამიანების ადგილი კლინიკებში, რომლებმაც აიცრას და სხვა მიზეზების გამო სჭირდებათ დახმარება“ „აცრილები და აუცრელებიარის თუ არა ჩემი სხეული ჩემი? დარწმუნებული ვარ, არავის წაუკითხავს ამერიკაში მანქანის უსაფრთხოების ღვედების განვითარების ისტორია. დღეს, მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ელემენტარულ კულტურად ითვლება მანქანაში ჩაჯდომისთანავე ღვედის გადაკვრა და რაოდენ საკვირველადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ამერიკელებმა ზუსტად ისეთივე გააფთრებით იბრძოლეს ამ კანონის წინააღმდეგ, როგორც ქართველებმა ვარდების რევოლუციის ეპოქაში.…

მეტი...

მამაკაცს, რომელმაც 38 წლის ქალს დანით 11 ჭრილობა მიაყენა ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ 9 აგვისტოს, თბილისში მომხდარი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 9 აგვისტოს, ქ.თბილისში, დ.დ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით, მის ნაცნობ ქალს, 38 წლის მ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მ.მ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა დ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), რაც სასჯელის სახედ და ზომად…

მეტი...

“ბავშვების და 18 წლამდე ასაკის ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა – დიდი ნაწილი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის” – თამარ გაბუნია

ბავშვების და 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ინფიცირების პროპორციულმა რაოდენობამ მიმდინარე ტალღისას მოიმატა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირებაზე საუბრისას განაცხადა. გაბუნიას თქმით, ბავშვთა საწოლები არ არის დატვირთული, ვინაიდან შემთხვევების დიდი ნაწილი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და მშობლები თანახმანი არიან, რომ ბავშვები მართონ ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში. ,,ბავშვებში ინფიცრების რაოდენობის გაზრდის გამო ჩვენ დავამატეთ ჰოსპიტალური საწოლები ბავშვთა ასაკის პოპულაციისთვის. მაგრამ, ბოლო პერიოდში იკვეთება, რომ ბავშვთა საწოლები არ არის დატვირთული, შემთხვევების დიდი ნაწილი არის მსუბუქი-საშუალო სიმძიმის და ოჯახები თანახმა არიან, რომ ბავშვები მართონ ბინაზე, ან კოვიდსასტუმროებში“, –…

მეტი...

“იმ შემთხვევაში, თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე და ინფიცირებულთა რაოდენობა არ დაიკლებს, პაციენტების მიღება საკმაოდ რთული იქნება” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მომავალ კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც მოხდება არსებული რეკომენდაციების ანალიზი. მისი თქმით, ამის შემდეგ შესაბამისი დასკვნით მიმართავენ საკოორდინაციო საბჭოს, თუ რომელი რეგულაციის შემოღება იქნება უფრო გონივრული. „მომავალ კვირას შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო. ამ კვირაში იმ არსებული, მიღებული რეკომენდაციების ანალიზს გავაკეთებთ და შესაბამისი დასკვნებით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, თუ რა იქნება გონივრული, რომ შემდეგ რეგულაციებად შემოვიღოთ. დღეს არის ოთხშაბათი, შესაბამისად, შედარებით ნაადრევია საუბარი, რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში და ჩამოვყალიბდებით, რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის წერილობითი ფორმით საბჭოს მივაწვდით განხილვისთვის.…

მეტი...

ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე ერთობლივ კონსულტაციებს მართავს

ოპოზიცია თბილისის მაჟორიტარ კანდიდატებზე ერთობლივ კონსულტაციებს მართავს. დღეს შეხვედრა “ევროპული საქართველოს” ოფისში გაიმართა, სადაც “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროას” ლიდერები იმყოფებდნენ. მოლაპარაკებების თემა იყო კოორდინაცია თბილისის მაჟორიტარებზე. ლიდერების თქმით, კანდიდატებს კვირას დაასახელებენ და მათ მხარს “ნაციონალური მოძრაობაც” დაუჭერს. “მივესალმებით “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ თბილისში კანდიდატები არ დააყენოს და დანარჩენ ოპოზიციას დაუთმოს. შესაბამისად, “ევროპული საქართველო”, “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროა” შეთანხმდა, თუ რა ტიპის განაცხადს გავაკეთბთ და ძალიან მალ უკვე კონკრეტულ კანდიდატებს შემოგთავაზებთ,”- აცხადებს პოლიტიკური მოძრაობის “დროა” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. “ამ არჩევნებზე “ქართული ოცნება” დამარცხდება და ქვეყანას მიეცემა შანსი, რომ რაღაც შეიცვალოს, რომელიც…

მეტი...

„დამტოვე, თავს უშველეო, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი“ – ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა

რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალეკოს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი, მტკიცე და საბოლოო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა… მამაო ჩვენო წაიკითხეს – ნათლიამ და ნათლულმა, ხელები აუწევია ალექსანდრე ონიანს, ბოლოს თურმე აღარც ესროდნენ რუსები… როგორც გადარჩენილი ბიჭები ამბობენ, მათი ტყვედ აყვანა უნდოდათო. ღიმილნარევი სახით მიიწევდნენ რუსი სამხედროები ქართველი გმირებისკენ. ონიანს ფეხებში ჰქონდა დამალული გააქტიურებული „ლიმონკა“ და მტრის მოახლოებას ელოდა. სწორედ ამ დროს გაისმა აფეთქების ხმა… ნათლია-ნათლულის გმირობამ ბევრი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. მათ მტერი საათნახევრის განმავლობაში შეაჩერეს შინდისთან და, საკუთარი სისხლის ფასად,…

მეტი...

„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები“ – შინდისის გმირის ჯიბეში ნაპოვნი ლექსი

მიხეილ დვალიშვილს, შინდისელ მეომარს ჯიბეში დაფლეთილი ლექსი უპოვეს. მაშინ მიშიკო 21 წლის იყო. ლექსებს წერდა და როგორც ხშირად ამბობდა, საქართველო სიგიჟემდე უყვარდა. თორმეტნი ყოფილან, საათნახევარი შეაკავეს მტერი, მაგრამ ბოლოს მათზე იერიში რუსულმა ავიაციამ მიიტანა. ყველა დაიღუპა, მათ შორის მიხეილ დვალიშვილიც… დღეს ყველა გმირია. „მზეში დაიწვა ფიქრი და დარდი, ვერ დაგიკოცნე ნათელი კალთა, ვერ შემოვაღე დედი ჭიშკარი“. მიხეილ დვალიშვილმა წინათგრძნობა ლექსად აქცია – ეს სიტყვები მან 2008 წელს, ომამდე დაწერა. 6 აგვისტოს კი ბოლო ლექსი დატოვა: „ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება, შინმოუსვლელი ძმები გახსოვდეთ! დაუბრუნდება ბუდეს მერცხალი ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით“.

მეტი...

“დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნითა და გონიერებით დაუპირისპირდება, ეს იარაღი არის ვაქცინა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უხილავ მტერზე გამარჯვების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. „განცხადებებს დავიწყებ მოწოდებით, რაც დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს – ამისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის ვაქცინაცია. დღეს ომია და ამ ომში გამარჯვებული არის ის, ვინც მტერს იარაღით, ცოდნითა და გონიერებით დაუპირისპირდება. ეს იარაღი არის ვაქცინა. იმედი მაქვს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რაც ჩვენნაირი პატარა ერის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი ღერძია. მხოლოდ საფრთხეების რეალური…

მეტი...

დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა

დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი 15-წლიანი უფლება ორ ლოტად – 34 მლნ ლარად გაიყიდა. „გასულ კვირას დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლების მოპოვებაზე გამოცხადებული აუქციონი, რომელშიც ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. შედგა ვაჭრობა და გამარჯვებული გვყავს შპს „ალმა“. 15-წლიანი უფლება ჯამურად ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს…

მეტი...

“შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა” – პრემიერი

მთავრობის ინიციატივით და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შინდისის ბრძოლის ერთ-ერთ გმირს, ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ალექსანდრე ონიანმა ბრძოლის ბოლო წუთებში თავი გმირულად აიფეთქა, რითაც თავგანწირვის და თავდადების უდიდესი მაგალითი გვაჩვენა. მთავრობის მეთაურმა შინდისის გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. „მე მინდა ჩემი დღევანდელი ჩემი გამოსვლა დავიწყო და გავიხსენო ჩვენი გმირები. დღეს 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა და კერძოდ, 17-მა შინდისელმა გმირმა გმირულად თავი გაწირა…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 363, აჭარაში – 905, იმერეთში – 564

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 363, აჭარაში – 905, იმერეთში – 564, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 564 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 866 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%,…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stop.cov.ge გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6230-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 352 პირს დაუდასტურდა, 2 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, გუშინ 10 აგვისტოს საქართველოში 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 713  პაციენტი, გარდაიცვალა 54 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 635 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 635 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 430 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 564, „პისიარ“ ტესტით – 19 866. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,61%, ბოლო 14 დღის – 9,33%, ბოლო შვიდი დღის – 10,27%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 461 198 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 409 110  გამოჯანმრთელდა, 6 230 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია – 688 940 ადამიანი, დღიურად აცრილია 23…

მეტი...

საბერძნეთში კვლავ რთული მდგომარეობაა

საბერძნეთში კვლავ რთული მდგომარეობაა. ქვეყანაში მერვე დღეა ცეცხლის 500-მდე კერას უშედეგოდ ებრძვიან. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და განადგურებულია ასობით ჰექტარი ტყის მასივი. სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრეები ცეცხლის კერებს 24 საათის განმავლობაში ებრძვიან. სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე და ათობით ტექნიკაა მობილიზებული. ქვეყანას დასახმარებლად ვერტმფრენები ევროკავშირის სახელმწიფოებმა უკვე გაუგზავნეს. სტიქიასთან საბრძოლველად მოხალისეებიც იღებენ მონაწილეობას.

მეტი...

„ივერმექტინი“ შესაძლოა, კოვიდავადმყოფების სამკურნალოდ გამოიყენონ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ გაიმართა კლინიკური ჯგუფისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს პრეპარატ „ივერმექტინის“ კოვიდავადმყოფების სამკურნალოდ კლინიკური კვლევის ჩატარების თაობაზე. როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება. „COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე არ წყდება მცდელობა მიაგნონ მედიკამენტს, რომელიც მაღალეფექტიანი იქნება COVID-ით პაციენტების სამკურნალოდ. მთელ მსოფლიოში ტარდება მცირე და დიდი კვლევები სხვადასხვა მედიკამენტების, მათ შორის ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტების ეფექტიანობის შესაფასებლად. ერთ-ერთი ასეთი მედიკამენტი, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა აქტიური მსჯელობის საგანი არის ივერმექტინი. ივერმექტინი არ არის ახალი მედიკამენტი. იგი არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც…

მეტი...

ფეისბუქმა ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართულები

კომპანია ფეისბუქმა ასობით რუსული ანგარიში წაშალა, რომლებიც ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში იყვნენ ჩართულები. ფეისბუქის ინფორმაციით, ამ ანგარიშების სამიზნე ინდოეთი, ლათინური ამერიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას, რომ მათი საშუალებით გაევრცელებინათ ცრუ ინფორმაცია. ფეისბუქის განცხადებით, მათ კავშირი აღმოაჩინეს ქსელსა და გავლენიან მარკეტინგულ სააგენტო ფაზზეს დეზინფორმაციის კამპანიას შორის, რომელიც რუსული კომპანიის ედნაუს ნაწილია. გავრცელებული ინფორმაციით, ფაზზე იუთუბერ, ინსტაგრამელ და ტიკტოკერ ინფლუენსერებს უკავშირდებოდა და მათ თანხის სანაცვლოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სთავაზობდა.

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოში National Bank Open-ზე გამოსვლა გამარჯვბით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოში National Bank Open-ის ტურნირში ჩაება. მისი პირველი მეტოქე 20 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი იყო და სამ სეტში გაიმარჯვა. გავიდა მომდევნო ეტაპზეც, სადაც ის უკვე ავსტრალიელ ალექს დე მინორს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს შედგება.

მეტი...

შრომის ინსპექცია კოვიდ შეზღუდვების კონტროლს ამკაცრებს

ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებულია კოვიდ შეზღუდვებზე კონტროლი. ზედამხედველობას შრომის ინსპექციის სამსახური აწარმოებს. ინსპექტორთა ჯგუფები კანონის აღსრულებას სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში ხდება. განსაკუთრებული ყურადღება მასობრივი თავშეყრის პრევენციას ექცევა. “იმისთვის, რომ ეკონომიკური მდგრადობა შევინარჩუნოთ და მეორეს მხრივ დავიცვათ თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვიწყებთ მკაცრი აღსრულების მექანიზმების გამოყენებას,” – აცხადებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.

მეტი...

“სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა” – CNN

კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული ადამიანების 99.99%-ზე მეტში დაავადების გართულების, ჰოსპიტალიზების ან გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა – ამის შესახებ CNN აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად, 2 აგვისტოს მდგომარეობით აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 164 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ორივე დოზით აცრილი. მათგან, 0.001%-ზე ნაკლები ანუ 1 507 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ხოლო 0.005%-ზე ნაკლების ანუ 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა. გართულებული შემთხვევების 74%-ში პაციენტთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა. 1 500 დაღუპულიდან კი ყოველი მეხუთეს გარდაცვალების მიზეზი სხვა ფაქტორი იყო და არა – ვირუსი, მიუხედავად დაინფიცირებისა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოსტი, რომელიც მის გვერდზე აღარ იძებნება, მას არ დაუწერია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოსტი, რომელიც „ფეისბუქში“ მის გვერდზე აღარ იძებნება, მას არ დაუწერია. „სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით. ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს. მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ. რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე…“, – წერს მიხეილ სააკაშვილი. „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე დღეს შემდეგი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა: „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება,…

მეტი...

საქართველოში წუხელ 2 მიწისძვრა მოხდა

საქართველოში წუხელ 2 მიწისძვრა მოხდა. პირველად 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დმანისის მუნიციპალიტეტში 01:14 საათზე სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მეორე 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებიც სოფელ სამებაში 01:17 წუთზე იყო.

მეტი...

“ჯარისკაცი საშა დროზდოვი გაოცებული იდგა და არ სჯეროდა, რომ მათ თითქმის ასეულს, მხოლოდ 12 ქართველი ებრძოდა” – შინდისის გმირები

2008 წლის, 11 აგვისტოს სოფელ შინდისში, ქართვემა გმირებმა ისტორია დაწერეს. 2008 წლის 11 აგვისტოს დილის 10 საათზე, რუსეთის 53-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა. მეომრებს შორის იყო ვინმე დროზდოვი, რომელსაც ბატალიონის მეთაურის (გრიგორი ხარიტონოვი) თქმით, სარატოვში ქართველი მეგობარი ჰყავდა.არმია ნიქოზისკენ მიდიოდა, უეცრად კოლონა ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ჯარისკაცები თავზარდაცემულები უყურებდნენ როგორ ეკიდა ცეცხლი ტანკებს და მძიმე ტექნიკას, იყვნენ დაღუპულებიც.II ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისკენ მიემართებოდა. მათ არ ჰქონდას კავშირგაბმულობა და ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა.სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ერთ-ერთ…

მეტი...