ხმა მივეცი კაცს, სახელად „ტრამპი“ – დონალდ ტრამპმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა

  •  

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა. მან ხმა ფლორიდაში, პალმ ბიჩის ბიბლიოთეკაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა.

საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ხმა მისცა კაცს, სახელად „ტრამპი“.

მან ასევე გააკრიტიკა ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბნებზე დააფიქსირონ.

„ეს იყო ხმის მიცემის ძალიან უსაფრთხო პროცედურა, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ბიულეტინის ფოსტით გაგზავნაა“ , – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები