ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 198 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 114-ის პასუხი დადებითი იყო.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 391 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

მსგავსი თემები