თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს

დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე მოქალაქეებმა შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები