ქუთაისში 274 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ბინები გადაეცა

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ახალი ბინების გასაღები, ჯანდაცვის მინისტრმა, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გადასცა.

ჯანდაცვის მინისტრმა დევნილთა სააგენტოს პირობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ იმერეთში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

„მადლობა დევნილთა სააგენტოს, მიუხედავათ მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიისა, საკუთარი პირობის შესრულებისთვის.

274 ბინა გადაეცა დევნილ ოჯახებს და ამ გადაცემული ბინებით ჯამში 1,000-მდე ადამიანი დაკმაყოფილდა, ეს წელს ბოლო პროექტი არ არის იმერეთში, ჩვენ კიდევ 111 ოჯახს გადავცემთ ბინას, რითაც წლევანდელი პროექტი შეგვეძლება დახურულად ჩავთვალოთ.

ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით და 2021 წლისთვის დაპირებული 800 ბინა, რომელიც იმერეთში შენდება ყველა იმ დევნილს გადაეცემა, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად ესაჭიროება თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებნა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები