კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმპორტირებულია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმპორტირებულია. მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტები სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, თუმცა ეზუგბაია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე ინფორმაციას არ ფლობს. “951 იყო და ახლა არის 953 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია ორი პაციენტი. ამ ეტაპზე, მკურნალობს კოვიდცენტრებში 108 პაციენტი. ესენი კვლავ სატვირთო მანქანის მძღოლები არიან და ბოლო შემთხვევები სულ იმპორტირებულია, შიდა გავრცელება არის მინიმალური,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

ამირხანაშვილმა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი დღეს უნდა ამოიცნოს – დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მე გავიარე იმ ჯიხურთან, რომელიც ამირხანაშვილმა ახსენა და ის ადგილი არის დამწვარი, იქ შეიძლებოდა მომხდარიყო მტკიცებულების და დნმ-ის განადგურება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა. გელხაური თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე გამოძიება 16 საათის განმავლობაში ზეწოლას ახდენდა. მისვე განცხადებით, საქმე ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. როგორც ადვოკატმა განმარტა, დღეს უნდა მოხდეს გუკა ამირხნაშვილის მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ამოცნობა, ანუ მონაწილეობდა თუ არა არასრულწლოვანი ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. „ეს პირი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იჯდა მანქანაში და არ მომხდარა მის მიერ თავისუფლების…

მეტი...

გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები დისტანციის დაცვით ეზოებში განთავსდნენ

08:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა – 24-ვე საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. აბიტურიენტები თავდაპირველად ეზოში დისტანციის დაცვით განთავსდებიან, შემდეგ კი სექტორებში გადავლენ. “დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. დილის 08:00 საათზე საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი და მოვიდნენ აბიტურიენტები. ისინი პირველ რიგში, განთავსდნენ დისტანციის დაცვით ეზოში და შემდეგ ეტაპობრივად გადავიდნენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ რა თქმა უნდა, გაიარეს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და ამის შემდეგ მოხდა მათი შემოწმება დაცვის პოლიციის მიერ, რომ არ შეეტანათ ის ნივთი, რომელიც არაა დაშვებული. ამის შემდეგ ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში,” –…

მეტი...

“მომავალი ამ ქვეყნის არის ამ აბიტურიენტების ხელში” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აბიტურიენტებს წარმატებას უსურვებს. სალომე ზურაბიშვილი დღეს დილით ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრი მდებარეობს. პრეზიდენტის თქმით, ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც ჩვენს მომავალს განაპირობებს. “მართალია ეს წელი ცოტა განსხვავებულია. პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაცია არის. ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. პირველი დღე, როცა აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდას, არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რომელიც არის შემდგომი ცხოვრების საწყისი. მომავალი ამ ქვეყნის არის ამ აბიტურიენტების ხელში. ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი არის ის, რაც განაპირობებს ჩვენ ყველას და პირველ რიგში, მათ მომავალს,” – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

COVID-19-ის მაჩვენებელმა მსოფლიოში 11 მილიონ ნახევარს გადააჭარბა

კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში 11 მილიონ ნახევარს გადააჭარბა – მათგან სამ მილიონამდე შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში დასტურდება. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ლათინო ამერიკის ქვეყნებში. ბრაზილიაში ვირუსს საერთო ჯამში 64 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.  COVID – 19 დაუდასტურდა ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს. ინდოეთმა კი ინფიცირების რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ტაჯ მაჰალის გახსნა გადაიდო. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ფიქსირდება ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოშიც. ამ მიზეზის გამო საბერძნეთმა 15 ივლისამდე ქვეყანაში შესვლა აუკრძალა სერბეთის მოქალაქეებს. კარანტინი ხელახლა გამოცხადდა ესპანეთის ორ რეგიონში. რაც შეეხება რეგიონში არსებულ ეპიდსიტუაციას. გარდაცვლილთა რიცხვი ​ყოველდღიურად მატულობს რუსეთსა და თურქეთში. გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით აზერბაიჯანში 9, სომხეთში კი 7 ინფიცირებული დაიღუპა.

მეტი...

მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან იმერეთის რეგიონიდან ათი მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი და სპეცტექნიკა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

მეტი...

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მკვლელობა მოხდა. 30 წლამდე ქალი ქმარმა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა. შსს-მ მომხდარზე გამოძიებას 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3828  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –192.

მეტი...

დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

რთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. საგამოცდო ცენტრებში რეგისტრაცია 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესი დისტანციის დაცვით გაიარეს. ცენტრებში შესვლამდე მათ ჩაუტარდათ თერმოსკრინინგი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50 პროცენტზე. მათივე ცნობით, თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორებაა მინიმუმ ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი –…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვართან მამაკაცი დაჭრეს

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არსებობს მომხდარის სხვა ვერსიებიც. ექიმების განმარტებით დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...