გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტები დისტანციის დაცვით ეზოებში განთავსდნენ

08:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა – 24-ვე საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

აბიტურიენტები თავდაპირველად ეზოში დისტანციის დაცვით განთავსდებიან, შემდეგ კი სექტორებში გადავლენ.

“დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. დილის 08:00 საათზე საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი და მოვიდნენ აბიტურიენტები. ისინი პირველ რიგში, განთავსდნენ დისტანციის დაცვით ეზოში და შემდეგ ეტაპობრივად გადავიდნენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ რა თქმა უნდა, გაიარეს დეზობარიერი, თერმოსკრინინგი და ამის შემდეგ მოხდა მათი შემოწმება დაცვის პოლიციის მიერ, რომ არ შეეტანათ ის ნივთი, რომელიც არაა დაშვებული. ამის შემდეგ ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში,” – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, გორგოძის თქმით, მათთვის არსებობს ჩარიცხვის ალტერნატიული წესი – თუ ისინი ვერ მოახერხებენ დღეს გამოცდაში მონაწილეობას, ალტერნატიული წესით ჩაირიცხებიან და ამ კუთხით პრობლემა მათ არ ექნებათ.

გორგოძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში პანდემიის გამო საგამოცდო დღეების ოდენობა გახანგრძლივდა და შესაბამისად, ამ კვირაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა იქნება.

შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

მსგავსი თემები