რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვართან მამაკაცი დაჭრეს

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა არსებობს მომხდარის სხვა ვერსიებიც.

ექიმების განმარტებით დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. პაციენტი შესაბამისი სამედიცინო პროცედურების შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები