პროკურატურა ესებუასთვის ხმის, სუნის და ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

“საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი 22 თებერვლამდე გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. პროკურატურამ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბადრი ესებუას “სუნის და ხმის ნიმუში აუღონ”. ბრალდების მხარე მის შედარებას “საქართველოს ბანკში” ამოღებულ ნიმუშებთან გეგმავს.

ბრალდების მხარემ ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობაც დააყენა.

ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

მსგავსი თემები