სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მკვლელობა მოხდა. 30 წლამდე ქალი ქმარმა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე დააკავა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიებას 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

მსგავსი თემები