საარჩევნო კოდექსშიშ ესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დამტკიცდა

95 მომხრე – 5 წინააღმდეგი – პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები სამსაათიანი განხილვის შემდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა.

პროექტი საარჩევნო კამპანიასთან და არჩევნების ჩატარების პროცედურებთან დაკავშირებით მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა გარკვეული შენიშვნები, რომელთა ნაწილი გაზიარებულია, შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ესწრებოდნენ დღევანდელ სხდომას ოპოზიციის წევრები.

“ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები. პროექტი მომზადდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების  შესაბამისად და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. საქმე ეხება სხვადასხვა მნიშვნელოვან ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ უკეთესს გარემოში ჩატარდეს არჩევნები. ეს არის პროგრესული ცვლილებები და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მხარდაჭერა. მეორე მოსმენის დროს იქნება დამატებითი მსჯელობა, მათ შორის, რაზეც აუდიტის სამსახურმაც გამოთქვა მოსაზრება. დაზუსტდება ეს რეგულაციები და ამის საფუძველზე, ხვალ, მეორე მოსმენით ეყრება კენჭი”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები